ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

„სააკაშვილის მმართველობის დროს პატრიარქი ოთხჯერ მოწამლეს!”

საკითხს, რომლის შესახებაც დაწვრილებით ვაპირებთ საუბარს, შობის მარხვაში განგებ ავუარეთ გვერდი. არადა, ეს საკითხი, რომელიც ქვეყანას კინაღამ თავსატეხად და ახალი ქაოსის სათავედ ექცა, აქტუალურია, საჭირბოროტო და ფეთქებადსაშიში…

ქვეყანამ იცის, რომ ამ ორიოდე კვირის წინათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. უწმინდესისა და უნეტარესის ავადმყოფობის მიზეზი გახლდათ ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავება…

საქმე ის გახლავთ, რომ სარწმუნო წყაროს ცნობით, პატრიარქს ნაღვლის ბუშტში ჯენჭი აქვს, რომელიც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს ჟამით ჟამად მტანჯველი შეტევითი ტკივილებით ახსენებს თავს. უწმინდესის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ პატრიარქს აწუხებს დიაბეტი და პარკინსონის დაავადება, რაც ნაღველკნჭოვანი დაავადების გამწვავების დროს დამატებით სირთულეებს ქმნის.

შობის მარხვაში, როცა პატრიარქი ნაღვლის ბუშტმა ძალიან შეაწუხა, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წევრმა, რომლებსაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (პაატა ცაავა) ხელმძღვანელობს, საპატრიარქო ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით მზაკვრული ომი წამოიწყო. ომის ფრონტი ორი მიმართულებით გაიშალა – ცალკე ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს შეუტიეს – აქაოდა, საპატრიარქოს ეგ მართავსო! ხოლო ცალკე პატრიარქის პირად დაცვას მოსდგნენ – საპატრიარქოდან ამბები სწორედ მაგათი მეშვებიობით გადისო!

რეალურად მთელი ეს სამარცხვინო ბაქკანალია მომდინარეობდა მავანთა მიერ პატრიარქის ტახტის ხელში ჩაგდების სურვილიდან!

 

საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა სინოდის რამდენიმე წევრმა, რომლებსაც პატრიარქობა სურთ, მიიჩნიეს, რომ მისი უწმინდესობა ილია მეორე ავადმყოფობას ვერ გადაიტანდა და, აქედან გამომდინარე, გაშმაგებით დაიწყეს ბრძოლა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მისატაცებლად.

 

ღვთის ნებითა და ექიმების ჩარევით პატრიარქი გამოჯანმრთელდა, ფეხზე დადგა და აჯანყებული სასულიერო იერარქიებიც გაყუჩდნენ, მაგრამ… ყველა თანხმდება იმაში, რომ ეს დროებითი მშვიდობაა და საპატრიარქოში მონასტრის არევას მავანი ისევ შეეცდება!

ერთ-ერთ წერილში, რომელიც ამ სამიოდე კვირის წინათ გამოქვეყნდა, ჩვენ საგანგებოდ ვისაუბრეთ ე.წ „პენტაგონელ მღვდლებზე”, რომლებიც საქართველოდან ნატო-ს შტაბბინასა და ნატო-ს სემინარებს სტუმრობენ…

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში სწორედ „პენტაგონელი მღვდლების” აქტიური მეცადინეობითა და წაქეზებით იგეგმებოდა ბუნტი, რომელიც 2017 წლის 20 იანვრამდე, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ახალი პატრიარქის აღსაყდრებითა და ე.წ სინოდალური მმართველობის შემოღებით უნდა დასრულებულიყო.

 

ცხადია, ეს ყველაფერი დამთავრდებოდა დიდი საეკლესიო განხეთქილებით და მოხდებოდა ის, რაც დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა თავიანთი სპეცსამსახურების საშუალებით საბერძნეთში უკვე ჩაიდინეს – საქართველოს ეკლესია რამდენიმე საპატრიარქოდ და სინოდად დაიშლებოდა!

 

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიის დასაშლელად დიდი ღვაწლი გასწიეს გიგა ბოკერიამ და „თავისუფლების ინსტიტუტმა”…

 

არაერთხელ მისაუბრია საქმეში ჩახედულ ადამიანებთან, რომლებიც ნიადაგ მიმტკიცებდნენ, რომ პარკინსოსნის დაავადება, ე.წ ცახცახა პარალიჩი, რომლითაც საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი იტანჯება, მოწამვლის შედეგია!

პარკინსონის დაავადების დროს ტვინის ცალკეული უბნების უჯრედები ითიშება და კვდება. როგორც წესი, ეს გამოწვეულია მძიმე ტრავმით ან ორგანიზმის ძლიერი ინტოქსიკაციით. საქართველოს პატრიარქს პარკინსონის დაავადები ტრავმის გამო არ განუვითარდებოდა, ეს ვერაგი სენი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებისგან კატეგორიულად უნდა გავმიჯნოთ, უწმინდესს, დიდი ალბათობით, სწორედ ნაცისტმა მაჯლაჯუნებმა შეჰყარეს!

 

დღეს საპატრიარქოში ვერავის გააკვირვებთ იმის თქმით, რომ მანიაკი სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ოთხჯერ მოწამლეს!

ცხადია, სააკაშვილის შავბნელ გარემოცვაში უამრავი ასტიონა იყო, რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს წამლავდა, მაგრამ ის შხამი და გესლი, რაც ბოკერიამ, თუთბერიძემ და ლევან რამიშვილ-ასრაწიანმა საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ ანთხიეს, როგორც ჩანს, ვერ ისვენებს და დღემდე თავის „საქმეს” აკეთებს!

დღეს საპატრიარქოში ვითარება ასეთია – საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის ხელში ჩაგდება რამდენიმე მღვდელმთავარს და, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს (პაატა ცაავა) სურს…

თუ იმ ლოგიკიდან გამოვალთ, რომ ცნობილი ყაჩაღი და მეკობრე, გარყვნილი ბალთაზარ დელა კოსა 1410 წელს რომის პაპი იოანე XXIII გახდა და იგი მთელი ხუთი წლის განმავლობაში მართავდა კათოლიკურ ეკლესიას, მაშინ რა გასაკვირია, სენაკელ ვაგზლის ქურდს, რომელიც სააკაშვილის სურათზე ლოცულობდა, ბუზანკალი შეუჩნდეს და პატრიარქის ტახტზე შემოსკუპება მოინდომოს?

 

ღვთის ნებით საქართველო მორიგ განსაცდელს გადაურჩა და მისი უწმინდესობა ისევ მორჭმით განაგებს საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესისას, მაგრამ რა იქნება ხვალ?

არ ვიცი, ვინ იქნება უწმინდესის რჩეული და ვის უმზადებს განგება საპატრიარქო გვირგვინს, მაგრამ ერთი რამისა მჯერა – სააკაშვილის ჯალათების – ბაჩო და დათა ახალაიების მიერ ნაჩუქარი ფაეტონის გზა ეკლესიისკენ და კათოლიკოსის ტახტისკენ კი არა, სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავებისა და წყალქვეშა სასაფლაოებისკენ მიდის!

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ჟურნალისტი: დიტო ჩუბინიძე

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოყვა

საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” მიკროავტობუსი საჩხერეში ავტოავარიაში მოყვა, ინფორმაციას ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. გუნდის ...