25/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საგარეო სავაჭრო ბრუნის მოცულობა იანვარ-ივნისში 20%-ით გაიზარდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივნისში 5,705 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია.

“საქსტატის” მონაცემებით, ექსპორტი 948 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტი 4757 მლნ აშშ დოლარი.

ექსპორტის მაჩვენებელები ერთი წლის განმავლობაში 12%-ით შემცირდა, იმპორტი კი 30%-ი არის გაზრდილი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში 3,809 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67% შეადგინა.