ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

გიორგი კვირიკაშვილი ღამის კლუბებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ღამის კლუბებთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

“მინდა, დამატებით გამარტება გავაკეთო მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა დასკვნები, რომლებიც გამოიტანეს. ღამის კლუბებში, რომლებიც, ძირითადად, კონცენტრირებულია „რესპუბლიკის მოედნის“ ქვეშ, არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა, მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასწრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე, ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებების საკითხებში ჩემს თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან, შესაძლოა, ირღვეოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. მათთვის, ვინც არასწორი დასკვნა გამოიტანა, ან სურდა, არასწორი დასკვნა გამოეტანა, ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი მამაკაცების არშეშვება არის პრობლემა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასწრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და ამიტომ არის პრობლემატური ამ საკითხის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგორდეს ემოციები, მაგრამ კანონმდებლობის დაცვით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და არავითარ შემთხვევაში ამ პრობლემების სტიქიურად გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან ემოციური საკითხი, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც იქ ინვესტიციებს ახორციელებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ხდება ბევრი კანონდარღვევა – პროსტიტუცია საქართველოში კანონდარღვევაა. განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასწრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. ამის დასადასტურებლად და ხაზგასასმელად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, რადგან ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია იმის ყურება, რაც იქ ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სტიქიურად, ემოციების აგორებით მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. პირიქით, იმიტომ გამოვიტანე ეს საკითხი საჯაროდ და დავალება მივეცი სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში. პირველ რიგში, ამ საკითხის მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დავავალე, მაგრამ, საკითხი საკმაოდ მრავალგანზომილებიანია, ამიტომ ჩავრთე ჩემი თანაშემწე, ადამიანის უფლებების კუთხით, სოფო ჯაფარიძე”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოყვა

საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” მიკროავტობუსი საჩხერეში ავტოავარიაში მოყვა, ინფორმაციას ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. გუნდის ...