ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ოფისში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ საბოლოო ჯამში „ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდება.“

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება და ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და ეს არ ეხება მხოლოდ კანაფს და მარიხუანას. ზოგადად, არცერთი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ამ ქვეყანაში ადამიანებს არ უნდა სჯიდნენ, არანაირი ფორმით,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ის მარიხუანასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლეგალური უნდა იყოს და მიიჩნევენ, რომ 2017 წლისთვის არ არსებობს სხვა უფრო ეფექტური ფორმა, რომელმაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრა მოახდინოს და დაასაქმოს უამრავი ადამიანი და გააჩინოს შემოსავალი ბიუჯეტისთვის.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს მათ ოფისში მოხდა, ამგვარ სცენარს

„როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ და გაცნობიერებულად გადავდგით ის ნაბიჯი, რაც გადავდგით 31 დეკემბერს,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავტორი: ნათია ხარბედია

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...