ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, მოღალატე ხელისუფლება – რომან გოცირიძე

საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომის პირობების დათანხმება რომან გოცირიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა. ნაციონალური მოძრაობის წევრის აზრით, არავითარი საფუძველი არ იყო, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს ხელისუფლებას.

„ამ გადაწყვეტილებით მოხდა საქართველოს ხელისუფლების ლუსტრაცია, გაყიდეს და გამოამჟღავნეს საკუთარი თავი. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, მოღალატე ხელისუფლება, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის რუსეთის პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეწოლის ქვეშ,“– განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ ფინანსურ დაინტერესებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, სხვა დაინტერესებაც გაჩნდეს – “ყაზტრანსგაზს გააყიდინებენ გაზპრომზე, ან რომელიმე შვილობილ კომპანიაზე“- აცხადებს რომან გოცირიძე.

„რა არის ის, რითიც რუსეთი ჩვენზე ზეწოლას ახდენს, შანტაჟი, პიროვნული მუქარა, თუ ფინანსური ინტერესი, თუ კალაძის ფინანსური ინტერესია? რომელიც ორი წელია ამ საკითხზე დადის და სიამაყით აცხადებს, რომ ხელფასს არ იღებს 4 წლის განმავლობაში. თუ ხელფასს არ იღებ, მთავრობაში რა გინდა, წადი და ასწავლე ფეხბურთი უხელფასოდ,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

ავტორი: ნათია ხარბედია

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

წყალტუბოში 55 წლის მარტოხელა მამაკაცი აწამეს და დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, უცნობმა პირებმა 55 წლის მარტოხელა მამაკაცი აწამეს და დააყაჩაღეს. ...