ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120

“გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმება მოსახლეობის გაზით მომარაგებას პრობლემას არ შეუქმნის

ქსპერტ გია არაბიძის შეფასებით, “გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმება, საქართველოს მოსახლეობას გაზის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებს არ შეუქმნის.

“ენერგეტიკული კუთხით საქართველოს გაზის ბალანსს სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის, რადგან 2017 წელს ჩვენ გატარებული გაზის 10% პირველი მილიარდიდან ნატურით მივიღებთ, ანუ 100 ათასი კუბური მეტრი გაზი ჩვენ დაგვრჩება ნატურით, ხოლო დანარჩენზე კი მივიღებთ საფასურს, რომლზეც ახლა მოლაპარაკების პროცესშია. რასაკვირველია, ტრანზიტის საფასურით და ნატურით დარჩენილი გაზის რაოდენობა არ იქნება იმდენი რამდენიც იქნებოდა სუფთად ნატურით რომ დაგვრჩენოდა, მაგრამ საქართველოს გაზის ბალანსი არ დაზარალდება და ქვეყანას არ შეექმნება პრობლემები გაზის მომარაგებაში“, – განაცხადა “პირველთან” საუბარში არაბიძემ.

დღეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით”გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

რუსულ კომპანიასთან არსებული ძველი კონტრაქტის მიხედვით, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

კომენტარის დატოვება

თქვენი მეილი არ იქნება საჯარო.

*

x

ასევე ნახეთ

“როცა ნაცმოძრაობის ლიდერები საუბრობენ თავიანთ შეცდომებზე, მათი თავხედობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია”

“როცა ნაცმოძრაობის ლიდერები (არანაირი მნიშვნელობა აქა აქვს, მიშისტები არიან, თუ გიგისტები), საუბრობენ თავიანთ შეცდომებზე, მათი ...