28/03/2024
Latest:
საზოგადოება

ათი წლის განმავლობაში ,,ქართუ ჯგუფმა” 700-ზე მეტი ისტორიული ძეგლი აღდგინა

მიმდინარე წელს ,,ფონდი ქართუ” 60 ზე მეტი ობიექტის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტების ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს

ათი წლის განმავლობაში ,,ქართუ ჯგუფმა” აღდგინა 700-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, ხოლო  მიმდინარე წელს 60-ზე მეტ კულტურული ობიექტის გადასარჩენი სამუშაოები განახორცილება.  “ქართუ ჯგუფის” მიერ დაარსებული საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი, წელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 11 მლნ ლარზე მეტს გამოყოფს.

იგეგმება დანგრეული უძველესი ტაძრების არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების და ადამიანებისგან მიტოვებული მართლმადიდებლური ძეგლების სრული რეაბილიტაცია.

მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკმაოდ დაზიანებული ტაძარს რომელიც ახალციხის შეუმჩნეველ სოფელში, შეუმჩნეველ ადგილას მდებარეობს. იოანე ეპისკოპოსის მიერ აშენებული კუბურდოს ეს მართმადიდებლური ძეგლი ადრე კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებდა. ახლა კი მისი გუმბათი და კედლები ჩამონგრეულია. ტაძრისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად სამუშაოებს “ფონდი ქართუ” იწყებს.

ფონდი ქართუს გამგეობის თავჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაცია საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს აქ საკმაოდ კომპლექსური სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოები გასტანს რამდენიმე წელიწადს და მათი ჯამური ღირებულება იქნება დახლოებით 2 მლნ ლარი.

იგეგმება ასპინძის რაიონ სოფელ ოთასთან მდებარე სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია. მეექვსე–მეშვიდე საუკუნის ძეგლს ახლა სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არქეოლოგი მალხაზ დათუკიშვილი თავისი სახსრებით ახორციელებდა ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ სამუშაოებს “ფონდი ქართუ დააფინანსებს”.

,,ფონდი ქართუს” დაფინანსებით, აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღდგენას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. მეთერთმეტე საუკუნის ეს ძეგლი მიწისძვრით დაზიანდა, შემდგ კი მას არასწორი რეაბილიტაცია ჩაუტარდა და არქეოლოგების შეფასებით მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ძეგლის აღდგენა დაახლოებით 3-5 წელი გაგრძელდება და 10 მლნ ლარი დაჯდება.

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ვარძიის კომპლექსი ინტერესს წლების განმავლობაში არ კარგავს. დღეს აქ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორია. მიზეზი ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებია, ,,ფონდი ქართუს” მიერ წარმოებული სამუშაოების დროს გაირკვა, რომ ეს კლდის ქალაქი კიდევ სამ სართულს მალავს.

გიორგი უძილაური, “ქართუ ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეისთვის ,,ქართუ ჯგუფს” საერებილიტაციო სამუშაოები ჩატარებული აქვს 700 ზე მეტ ობიექტზე. მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება უახლოეს მომავალში და როგორც ქართული საზოგადება ისე დამსვენებლები ნახავენ იმ შედეგებს რომელსაც ,,ფონდი ქართუ” ახორციელებს.

როგორც აღინიშნა მიმდინარე წელს ფონდი 60 ზე მეტი ობიექტის რეაბილიტაციას ახორციელებს და პროექტების ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს.

გარდა საქართველოში არსებული ეკლესია–მონასტრებისა, ფონდი “ქართუ” კვიპროსში, ღალიის ქართველთა მონასტრის რესტავრაციასაც ახორციელებს, რომლის ისტორიაც მე-10 საუკუნიდან იწყება.

ქვემოთ არის არის იმ ეკლესია–მონასტრების მცირე ჩამონათვალი, რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი ქართუ გეგმავს, თუმცა, 2016 წლამდე რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ეკლესია–მონასტრების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • – ღალიის ხვთისმშობლის სახ. ქართველთა მონასტრის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია – კვიპროსის რესპუბლიკა.
  • – სამთავროს სამონსატრო კომპლექსის ისტორიული გალავნის რეაბილიტაცია-კონსერვაცია – ქ. მცეთა.
  • – ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია – ქარელის მუნიციპალიტეტი.
  • – ნორაშენის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის რეაბილიტაცია – სომხური ეკლესია.
  • – სოფ. ჯიმითის წმ. გიორგის სახ. ეკლესის მცირე რეაბილიტაცია – გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. აკურას “მამადავითის” სახ. ეკლესიის გადაუდებელი რეკონსტრუქცია – თელავის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ხოშათიანის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის მცირე (გადაუდებელი) რეაბილიტაცია – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ნანიანის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის საძირკვლის გამაგრება – გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ლელიანის “თეოდორე ტირონის” სახ. ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ვაჩნაძიანის მთავარანგელოზის და წმ. გიორგის სახ. ეკლესიების მცირე რეაბილიტაცია – გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
  • – ალევის “ოქროსკარიანი სამების” მონასტრის სამრეკლოს რერაბილიტაცია – დუშეთის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. არაშენდას მცირე დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია – ახმეტის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ხორბალოს გადასახვევთან მდებარე ეკლესიის რეაბილიტაცია – ახმეტის მუნიციპალიტეტი.
  • – წიგნი-კატალოგის ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე – არქ. მონაპორავის გამოცემა.
  • – მაცხოვრის ამაღლების სახ. ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – ქ. ქუთაისი.
  • – სოფ. გოლთეთის კვირაცხოვლის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
  • – შუბანის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
  • – მსხალდიდის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია.
  • – სოფ. ზედა ლუხვანოს ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – ცაგერის მუნიციპლაიტეტი.
  • – სოფ. ზედა ალისუბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რესტავრაცია – თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
  • – ქ. ონში არსებული სინაგოგის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაცია და ეზოში მდებარე ადმინისტრაციული შეობის რეაბილიტაცია.
  • – სოფ. ახალსოფლის პეტრე-პავლეს სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. მიტარბის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. კოლაგის ყოვლაწმინდა ღვთისმშობელ მარიამის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ვეჯინის ცხრასაყდრის სამონსტრო კომპლექსის რეაბილიტაცია – გურჯაანის მუიციპალიტეტი.
  • – სოფ. ეკის მაცხოვრის ჯვრის სახ. ეკლესიის რესტავრაცია – სენაკის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ლეძაძამეს კვაუთის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის რესტავრაცია – სენაკის მუნიციპალიტეტი.
  • – ლებისის დარანის გვირაბის გამაგრება და აღდგენა – ასპინძის მუნიციპალიტეტი.
  • – გონიოს ციხის ჩრდილოეთის კარიბჭის კოშკების რეაბილიტაცია – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ზედა ვანის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – ვანის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია – თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. გორდის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – ხონის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ზემო ცხუნკურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის (ჯვარის) სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ქორდის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის მმცირე რეაბილიტაცია – გორის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. კოშკების უბან “კაბულაანთში” მდებარე ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – გორის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. სასირეთის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – ქარელის მუნიციპალიტეტი.
  • – ქოზიფას მონასტრის მცირე რეაბილიტაცია – ქარელის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. წყაროსთავის წმ. იოაკიმ და ანას სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.
  • – ქ. ხობის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიაში, სამხრეთ მკლავში, სადიაკვნესა და ეგვდერში კედლის მხატვრობის კონსერვაიცია.
  • – წმინდა სერაფიმ  საროველის სახ. ტაძრის რეაბილიტაცია – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი.
  • – წიგნი “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა”  IV გამოცემა (1-2 ტომი).
  • – ქ. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის არქ-კვლევითი და კონსერვაციის პროექტი.
  • – სამთავროს მაცხოვრის ტაძრის ინტერიერის ქვის გაწმენდა – ქ. მცხეთა.
  • – ქ. მცხეთის სამთავროს მაცხოვრის ტაძრის ინტერიერის საკურთხეველში მხატვრობის აღდგენა და კედლის ქვის გაწმენდა.
  • – სოფ. საირმის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რესტავრაცია – ცაგერის მუნიციპალიტეტი.
  • -ჩხარის ოქონის სამრეკლოს რეაბილიტაცია – თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. შილდას მახლობლად მდებარე წმ. აბიბო ნეკრესელის სამონასტრო კომპლექსის, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მე-16-ე საუკუნის მოხატულობის კონსერვაცია – ყვარლის მუნიციპალიტეტი.
  • -ურავლის აგარის მონასტრის სამეკლესიანი ნაგებობის გაწმენდა და არქეოლოგიური ზედამხედველობა – ახალციხის მუნიციპალიტეტი.
  • -სოფ. ბოდბისხევის ამაღლების დარბაზული ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – სიღნაღის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ნუკრიანში ქაშვეთის დარბაზული ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – სიღნაღის მუნიციპლაიტეტი.
  • – ქ. თბილისში დარეჯან დედოფლის სასახლის აივნის რეაბილიტაცია.
  • – აკვანების ეკლესიის რეაბილიტაცია – ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. კორბოულის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – საჩხერის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. გარიყულას მცირე დარბაზული ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – კასპის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ხვანის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია – საჩხერის მუნიციპალიტეტი.
  • – ბეთანიის ეკლესიის რეაბილიტაცია.
  • – სოფ. პერევისას წმ. გიორგის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია – ჭიათურის მუნიციპლაიტეტი.
  • – სოფ. ტნუსის მიდამოებში “თეკენების” დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაციის 2 ეტაპი – დმანისის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. ჟებოტას ამაღლების სახ. ეკლესიის ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია – 1 ეტაპი (ტაძარი) –  თიანეთის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. სანაგირეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის სამხრეთი ნავის რეაბილიტაცია – გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. გოსტიბეს ყოვლაწმინდა სამების სახ. ეკლესიის რესტავრაცია – კასპის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. დარბაზების “მოხატული საყდრის” რეაბილიტაცია – ბოლნისის მუნიციპალიტეტი
  • – ნასოფლარ ორხევის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია – ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
  • – სოფ. წრომის ტაძრის სახურავის რეაბილიტაცია – ხაშურის მუნიციპალიტეტი

ჩამონათვალში ქართულ ეკლესიებს შორის არის, სომხური, ნორაშენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი “ქართუ” ახორციელებს. ასევე, წიგნები, IV საუკუნის გამოცემა  “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა” პირველი და მეორე ტომი და ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე არქეოლოგიური მონაპორავის, წიგნი-კატალოგის გამოცემა.