ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

წინამძღვრიანთკარში კოლეჯი გაიხსნა – სწავლა უფასოა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და არა მარტო მათ, არამედ ყველა მსურველს, საშუალება ეძლევა მეფუტკრეობა, მეხილეობა და მევენახეობა-მეღვინეობა შეისწავლოს. სოფელ წინამძღვრიანთკარში საზოგადოებრივი კოლეჯმა დაიწყო  ფუნქციონირება. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასწავლებლის რეაბილიტაცია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებდა, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე სწავლის საშუალება 300 სტუდენტს ეძლევა. საგანმანათლებლო ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებითაა აღჭურვილი.
სწავლა უფასო იქნება. სტუდენტები მეხილეობის სპეციალობაზე სტიპენდიას გაეროს განვითარების პროგრამიდან მიიღებენ, ხოლო მევენახეობა – მეღვინეობის სპეციალობაზე მოსწავლეები ახალი, გერმანული მეთოდით ისწავლიან. ისინი საწარმოში პრაქტიკული სამუშაოებით დაკავდებიან, სადაც მიიღებენ ხელფასს კომპანიისაგან, ხოლო თეორიულ ცოდნას კოლეჯში დაეუფლებიან. მცხეთა-მთიანეთში არსებული კომპანიები ითანამშრომლებენ სასწავლებელთან და სტუდენტების დასაქმებას შეუწყობენ ხელს.
საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 2006 წლის მონაცემებით, სასწავლებელი ორიენტირებული იყო აგრარულ მიმართულებებზე. 2010 წელს კი პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი

პროექტი: “გახდი შენი ქალაქის რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

დაცვის 17 თანამშრომელი გაანთავისუფლეს საპატრიარქოდან

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის 17 წევრი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერია” სანდო წყაროზე დაყრდნობით ...