ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ ახალი მოდიფიკაციის 50 – ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 – ლარიან ბანკნოტებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

კომენტარის დატოვება

თქვენი მეილი არ იქნება საჯარო.

*

x

ასევე ნახეთ

“როცა ნაცმოძრაობის ლიდერები საუბრობენ თავიანთ შეცდომებზე, მათი თავხედობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია”

“როცა ნაცმოძრაობის ლიდერები (არანაირი მნიშვნელობა აქა აქვს, მიშისტები არიან, თუ გიგისტები), საუბრობენ თავიანთ შეცდომებზე, მათი ...