ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ჯონ ქერი ეწვია

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი – ჯონ ქერი ეწვია. მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.
სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ზალკალიანთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.
თავის მხრივ, ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ ქერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც მისი შეფასებით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოყვა

საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” მიკროავტობუსი საჩხერეში ავტოავარიაში მოყვა, ინფორმაციას ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. გუნდის ...