საზოგადოება

საბერძნეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

საბერძნეთის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლისთვის.

აპლიკანტის მიერ შევსებული ფორმა უნდა წარედგინოს საელჩოს არაუგვიანეს ამა წლის 25 ივლისისა.

სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. სტუდენტს დაფინანსების მოპოვება 1 ან ორი აკადემიური წლისთვის შეუძლია.

სტიპენდია სწავლის გადასახადის გარდა, თვეში 380 ევროს მოიცავს.

აპლიკანტს სტიპენდიის მოსაპოვებლად საბერძნეთის უმაღლეს უნივერსიტეტში ჩარიცხვის საბუთი სჭირდება, ასევე სხვა დამატებითი საბუთები, ისეთი როგორიცაა: ენის ცოდნის დამადასტურებელი, უნივერსიტეტის ხარისხი და ნიშნების ფურცელი, პასპორტის ასლი, სარეკომენდაციო წერილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის და სააპლიკაციო ფორმის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.