29/03/2024
Latest:
მსოფლიო

Morgan Stanley დოლარის შესუსტებას პროგნოზირებს

მომდევნო რამდენიმე თვეში დოლარის კურსი დაახლოებით 5%-ით დაეცემა, – პროგნოზს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი აკეთებს. Bloomberg-თან ინტერვიუში ჰანს რედეკერი ამბობს, რომ ამერიკის ეკონომიკის მიმართ პერსპექტივები ნეგატიური და პესიმისტურია. 27 ივლისს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, 0,25–0,5% დიაპაზონში.

პარასკევს დოლარმა აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნული აჩვენა. ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ეკონომიკა ზომიერი ტემპებით გაიზარდა, სამუშაო ადგილების ზრდა კი ივნისში მაღალი იყო.

ფედერალურ სარეზერვო სისტემას განაკვეთი გასული წლის დეკემბრიდან არ გაუზრდია.