26/04/2024
Latest:
მსოფლიო

CNNMoney – ამერიკის 9 პრეზიდენტი და მათი პირველი სამუშაო ადგილები

1. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველ ოთხ სამსახურში ყოფნისას იგი მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებს იღებდა. მის პირველ სამუშაო გამოცდილებაში შედის Baskin-Robbins-ში ნაყინის გაყიდვა, ოფიციანტობა და მხატვრად მუშაობა. ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას ახალგაზრდა ბარაკ ობამამ ერთ-ერთი ზაფხული მშენებლობებზე დამსუფთავებლადაც იმუშავა.

obamaicecream_022516getty

2. აღსანიშნავია, რომ ობამა ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტი არ არის, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს. რონალდ რეიგანი რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში მაშველად მუშაობდა. როგორც ცნობილია, მას 77 ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. კოლეჯში სწავლის ფულს სტიპენდიითა და ჭუჭლის რეცხვისათვის მიღებული ხელფასით იხდიდა. 1932 წელს რეიგანმა მუშაობა რადიოში დაიწყო, საბოლოოდ კი ჰოლივუდში წავიდა.

2rr

3. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ჯერალდ ფორდი მამინაცვალს საღებავების მაღაზიაში ეხმარებოდა და პარალელურად რესტორანში ბურგერებს ამზადებდა. მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლისას ფორდი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა და სხვადასხვა გუნდებიდან შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა მას სამართლის შესწავლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ფორდმა უნივერსიტეტში ჩარიცხვა მალე ვერ მოახერხა და ამიტომ იელის უნივერსიტეტში მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა – მისი წლიური ანაზღაურება $2,400-ს შეადგენდა (თანამედროვე გათვლებით $40,000-ზე მეტი). საბოლოოდ ფორდმა ვალების გადახდა მოახერხა და 1938 წელს იელის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა.

3rr

4. თინეიჯერობის პერიოდში ჰერბერტ ჰუვერმა და მისმა მეგობრებმა დააარსეს კომპანია, რომელიც საკერავ მანქანებს ყიდდა. ბიზნესი არც ისე წარმატებული გამოდგა. 1891 წელს ჰუვერი სტენფორდში ჩაირიცხა. იმ პერიოდში სწავლა უფასო იყო, თუმცა სტუდენტებს ცხოვრების, კვებისა და წიგნების ხარჯები მაინც ჰქონდათ დასაფარი. ხარჯების დასაფარად მან სამრეცხაო დააარსა, რომელიც საბოლოოდ სხვა სტუდენტს მიჰყიდა. შედეგად უნივერსიტეტი ვალების გარეშე დაამთავრა და მისი ბიოგრაფიის მიხედვით, ჯიბეში $40-იც ედო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ჰუვერმა გარკვეული დროის განმავლობაში კალიფორნიაში მაღაროში დაიწყო მუშაობა. ჰუვერი კვირაში 70 საათს მუშაობდა და დღეში მისი ანაზღაურება $2-ს შეადგენდა (დღევანდელი $56).

4rr

5. რიჩარდ ნიქსონის ფინანსური პრობლემები ლიმონის წარუმატებელი ბიზნესით დაიწყო, რომელსაც მისი ოჯახი 1922 წლამდე ფლობდა. მოგვიანებით მისმა მამამ კალიფორნიაში მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური გახსნა. ისტორიკოს ნიჩარდ ნორტონის მიხედვით, ნიქსონი ვალდებული იყო სკოლის დაწყებამდე ლოს-ანჯელესში ჩასულიყო და ხელმისაწვდომი პროდუქტების სია ჩამოეწერა.

5rr

6. სკოლის დამთავრების შემდეგ ლინდონ ჯონსონს ჰქონდა პერიოდი, რომელსაც ისტორიკოსების გარკვეული ნაწილი „დაკარგულ დროს” უწოდებს. ხუთ მეგობართან ერთად მან ტეხასიდან კალიფორნიამდე ჩასასვლელად ავტომობილი შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ტეხასში დაბრუნდა, სადაც ფიზიკური მუშაობა უწევდა. მოგვიანებით მან ტეხასის კოლეჯში ჩააბარა, სადაც სწავლის პარალელურად მასწავლებლად მუშაობდა.

6rr

7. ჯიმი კარტერი თავის მშობლების მიწის თხილის ფერმაში მუშაობდა. 10 წლის ასაკიდან მას პროდუქტი ქალაქში გასაყიდად ჩაჰქონდა. მოგვიანებით საზღვაო ფლოტის აკადემიაში ჩააბარა, თუმცა მამის სიკვდილის შემდეგ უკან დაბრუნება მოუწია. მიუხედავად 1954 წლის მასშტაბური გვალვებისა, კარტერმა პოლიტიკაში ჩართვამდე ფერმის მართვას წარმატებით გაართვა თავი.

7rr

8. ბილ კლინტონი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლისას გადასახადებზე ფიქრობდა. გარკვეულ დახმარებას მშობლებისგან იღებდა, გადასახადის ნაწილს კი სტიპენდია უფარავდა. ნახევარი განაკვეთით იგი კლერკად მუშაობდა. „მართალია, არავის ვეუბნებოდი, მაგრამ სულ მქონდა იმის შიში, რომ ჯორჯთაუნის მიტოვება და სახლში დაბრუნება მომიწევდა, სადაც იაფიან კოლეჯში ჩავაბარებდი” – აღნიშნავს კლინტონი.

8rr

9. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ჰერბერტ ვაშინგტონ ბუშს ფინანსური პრობლემები წესით არც უნდა ჰქონოდა, თუმცა მას თავისი ცხოვრების მართვა თავად სურდა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისა და იელის უნივერსიტეტში დამთავრების შემდეგ ბუში საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა და თავი ნავთობის ბიზნესში გამოსცადა. თავდაპირველად ბუშმა მუშაობა მეგობრის მამის ნავთობკომპანიაში კლერკად დაიწყო, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ბუში ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის პრეზიდენტი გახდა.

9rr

წყარო: კომერსანტი