25/04/2024
Latest:
საზოგადოება

ტურისტის აფთიაქი 1 ლარით გაძვირდა

ფარმა მონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქების გამოქვეყნებას.

ორგანიზაციამ შეისწავლა ტურისტისთვის აუცილებელი მედიკამენტების, დამცავი და ანტისეპტიკური საშუალებების სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმების შემდეგ წინა თვის მონაცემებს შეადარა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით ტურისტის აფთიაქის შევსების მსურველებს 65 ლარის ნაცვალდ 66 ლარის გადახდა უწევდათ.

14060501_10208267381259890_1632008599_o

ივნისთან შედარებით ივლისში დამცავი საშუალებების ფასი გაიზარდა ერთი ლარით -22 ლარიდან 23 ლარამდე. ასევე, გაიზარდა მედიკამენტების ფასი 21 ლარიდან 25 ლარამდე, თუმცა შემცირდა ანტისეპტიკური საშუალებების ფასი 22 ლარიდან 18 ლარამდე. რამაც საერთო ჯამში  1 ლარიანი სხვაობა მოგვცა.

საერთო ჯამში, კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო 2 აქსესუარის, 6 ანტისეპტიკური საშუალების, 3 დამცავი საშუალებისა და 10 დასახელების მედიკამენტის ფასი.

უფრო დეტალურად ტურისტის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი იხილეთ თანდართულ ცხილში.