ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: 8 თვის საგადასახადო შემოსავლები წლიურად 8,9%-ით გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 8 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა.

სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ 26 აგვისტოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5,607 მლრდ ლარი შეადგინა.

ეს მაჩვენებელი 2015 წლის 8 თვეში მობილიზებულ საგადასახადო შემოსავლებს (5,151 მლრდ) 456,4 მლნ ლარით, 8.9%-ით აღემატება.

წყარო: BPI