ეკონომიკა

2015 წელს სასტუმროებში უცხოელთა განთავსების ძირითადი მიზანი რეკრეაცია და დასვენება იყო

“საქსტატის” 2015 წლის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, არარეზიდენტი სტუმრების 64%-ის საქართველოში ვიზიტის მიზანი რეკრეაცია და დასვენება იყო.

საქმიანი და პროფესიული მიზნით საქართველოს არარეზიდენტთა 22% ეწვია, მკურნალობის მიზნით 1.5%.

საერთო ჯამში საქართველოს სასტუმროებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 1.17 მილიონი სტუმარი ესტუმრა.

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 12.9% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 12.5% – თურქეთზე, 9.9% – ისრაელზე, 8.1% – უკრაინაზე, 5.7% – აზერბაიჯანზე, 4.8% – სომხეთზე და 4.6% პოლონეთზე.

ამ მიზნით დამსვენებელთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, მცირედი კლებაა საქმიან და პროფესიულ ვიზიტებში, მკურნალობის მიზნით ჩამოსული სტუმრების რიცხვი კი მცირედით გაზრდილია.

წყარო: GBC