ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ექსკლუზივი: „დავით ნარმანიას პასუხს ვაგებინებ, მე ის ვამხილე გარიგებაში! ჯოჯოხეთურ დღეებს მოგიწყობთ!“

ჰეროკრატიის“ გმირი და ადამიანის უფლებების დამცველი ალექსანდრე ახალკაცი თბილისის მერს დავით ნარმანიას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით თბილისის მერია მერის ხელმძღვანელობით უკანონოდ ატერორებს თბილისის მოსახლეობას და მათ საკუთარი ბინებიდან ყრის.

ახალკაცმა GNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ნარმანია არ შეწყვეტს აღნიშნულ ქმედებებს ის მოაწყობს საპროტექტი აქციებს.

უკვე რამოდენიმე დღეა ნარმანიასთან დაკავშირებით ამბობთ, რომ კორუფციაშია ჩართული! როგორ დაადასტურებთ თქვენს სიტყვებს?

გავაკეთე განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და დავით ნარმანია ვამხილე სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში. ამის საფუძველი ბუნებრივია მაქვს და ჰაერზე სიტყვები არ მისვრია, ვიდრე ბატონი დავითი ბინათამხანაგობა ყიფშიძის ქუჩა N19-ს გასცემდა უკანონო პასუხს, მანამდე მქონდა მასთან კომუნიკაცია და მოვუწოდე მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მშენებლობა არ შეეფერხებინა, რითაც ასამდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დატოვებდა.

მოგახსენებთ, რომ ამ მშენებლობის ნებართვა სწორედ ზურაბ წიკლაურის, თბილისის არქიტექტურის სამსხურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არის გაცემული და ბატონი ზურა დიად პატივისცემას იმსახურებს, რადგან ის დღემდე ამბობს, რომ მშენებლობა ყველანაირ კანონს იცავს და ყველა ნორმის დაცვითაა გაცემული ეს ნებართვა, მაგრამ დავით ნარმანია მოექცა ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ და ის ატარებს ამ ჯგუფის ინტერესებს. ეს ნებართვა გასცა 3 თებარვალს, უფრო სწორედ მშენებლობის შეჩერების ბრძანება.

იცოდით თუ არა ამ ფაქტის შესახებ აქამდე? და რატომ არ შეატყობინეთ შესაბამის სამსახურებს? რა დამადასტურებენ საბუთებზე საუბრობთ?

ბუნებრივი ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავიგე მაშინვე როგორც კი გამოსცა აღნიშნული ბრძანება. მოკლედ, რომ გითხრათ იმ ეზოს სხვა კორპუსის მცხოვრებლები აპროტესტებენ აღნიშნულ მშენებლობას და მიზეზებად მოჰყავთ აბსურდული არგუმენტები: ეზოს დანაგვიანება, სივრცის შეზღუდვა, კორპუსებს შორის მანძილების დარღვევა… ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თბილისის ყველა მშენებლობა უნდა გაჩერდეს. ეს არის ამაზრზენი და პირდაპირ ლახავს საკუთრების უფლებას ათეულობით ადამიანსიას. ამაზე ნარმანიას პასუხს ვაგებინებ. მას მივეცი სამ დღიანი სამუშაო ვადა, რომელიც გავა სამშაბათს.

რა იქნება თქვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯები?

თუ არ გამობრძანდება და არ გააუქმებს აღნიშნულ ბრძანებას ვპირდები ჯოჯოხეთურ დღეებს, მერიასთან დავიწყებთ აქციებს და ამას გარდა პირადად მე აღნიშნული მიზეზებით, როგორც კონკრეტული ,,დაჯგუფება” ასაჩივრებს ამ მშენებლობას გავუსაჩივრებ თბილისის ყველა მშენებარე კორპუსის ნებართვის საფუძვლიანობას და მერე აგოს პასუხი ბიზნესმენებთან და თბილისელებთან! ამის პარალელურად მოვითხოვ მოუხადოს ამ 100 (ასი) ოჯახს ბოდიში და წაბრძანდეს სახლში. თბილისს არ სჭირდება კორუფციაში ჩაფლული მერი და სხვისი ბიზნესინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკები!

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...