28/03/2024
Latest:
საზოგადოება

“დედაქალაქის მასშტაბით დარგულია ნახევარ მილიონზე მეტი ხე-მცენარე”

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დასუფთავების მანქანების პარკის სრულად განახლება იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, დასუფთავების კუთხით, თბილისს ემსახურება 291 ერთეული სპეციალური ტექნიკა, აქედან 28 ერთეული „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეიძინა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შპს „თბილსერვთბილსერვის ჯგუფი

ის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, 10 050 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი განათავსა. დღეის მდგომარეობით, სულ განთავსებულია 18 974 ნაგავშემკრები კონტეინერი.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა.

„რაც შეეხება თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული პრობლემების მოგვარებას, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წლის აგვისტოში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, რომლის დასრულების შემდეგაც, სუნის პრობლემა, რომელიც ნორიოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა, აღმოიფხვრება. პროექტის საერთო ღირებულება 8 მლნ ლარამდეა და სამშენებლო სამუშაოები გაწერილია 11 თვეზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მთავრობის განკარგულებით, შპს “თბილსერვის ჯგუფი” 2016 წლის მაისიდან უვლის და ასუფთავებს რამდენიმე ცენტრალურ პარკს. დაიგო მწვანე გაზონი, განთავსდა დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, დაიკიდა საყვავილე ქოთნები, მოეწყო ახალი სარწყავი სისტემა, დარგულია სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე ხეები და მრავალწლიანი მცენარეები. ეტაპობრივად მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერების შეცვლა, სკამების რეაბილიტაცია.

დავით ნარმანიას განცხადებით, მნშვნელოვანია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დედაქალაქის მოსახლეობას 2011 წლის ივლისიდან – 2013 წლის ივნისამდე დასუფთავების ტარიფის გადასახადის დავალიანება 2015 წლის 1 იანვრიდან ჩამოეწერათ, ჯამში – 1 000 000 ლარამდე.

„შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებებში ქალაქის განათებაზე ზრუნვაც შედის. დედაქალაქის ენერგოდამზოგავ განათებაზე გადასვლის მიზნით, რამდენიმე უბანში უკვე დამონტაჟებულია LED სანათები. გარდა იმისა, რომ დიოდური განათება ელექტროენერგიის 70%-იან დანაზოგს იძლევა, მისი განათების ხარისხიც ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს არსებული ნათურებისა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დიოდური სანათები გარემოსთვის უსაფრთხოა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, განათების ქსელი მოეწყო იმ უბნებში, სადაც გარე განათება ამ დრომდე არ არსებობდა. მათ შორის, ავჭალაში, დიდ დიღომში, ივერთუბანში და ა.შ.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ანძის განათების ახალი პროექტიც შეიმუშავა.

„დამონტაჟებული LED-სანათები საშუალებას გვაძლევს ანძა სხვადასხვა ფერში გავანათოთ. 15-მდე ობიექტზე დამონტაჟდა მხატვრული მინათება, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებისათვის და მისი სტუმრებისთვის ღამის თბილისში გასეირნებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ისაუბრა გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მოეწყო 82 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 343-ს. 2014-16 წლების განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, დარგულია 560 000-მდე ხე-მცენარე. 75 მისამართზე განხორციელდა სარწყავი ქსელის რეაბილიტაცია.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა 10 გამწვანებული ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ასევე, დენდროლოგიური, ინფრასტრუქტურული და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სამუშაოები