29/03/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი ლოკაცია დამონტაჟდება

თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი ლოკაცია დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, პირველ წელს აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასო იქნება.

”დამონტაჟდება სვეტი, რომელთანაც შეუძლია მოქალაქეს მივიდეს და თავისი ელექტრომობილი დატენოს. დედაქალაქში უკვე მოძრაობს 12-14 ელექტრომობილი. გამოცხადდა რამდენიმე ქუჩა საფეხმავლოდ, მათ შორის ბოტანიკურ ბაღთან. სწორედ აქ ვმუშაობთ, რომ გავაჩინოთ ელექტრომობილი, რომელიც ტურისტებისთვის იმუშავებს”, – აღნიშნა მუმლაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი