25/04/2024
Latest:
გალერეასაზოგადოება

როგორია აფხაზეთი ომიდან 23 წლის შემდეგ (ფოტოები)

23 წელი სოხუმის დაცემიდან. უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

„ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა სოხუმის აღება შეძლეს. რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი, რომლებიც მალევე დახვრიტეს… ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში ომს 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა…

როგორია აფხაზეთი დღეს?!.აფხაზეთში გადაღებულ სურათებს ამერიკელი მოგზაური აქვეყნებს. ეს ფოტოები რამდენიმე თვის წინ დავბეჭდეთ, თუმცა ამ ტრაგიკული დღისა და თან მტკივნეული ნოსტალგიის გათვალისწინებით, ამ ფტორეპორტაჟს „პოლიტკომერსანტი“ ისევ გთავაზობთ.

„ახალი ფოტოები აფხაზეთიდან. ჩემი ამერიკელი მეგობარი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. უკვე 4 წელია გზაშია და 134 ქვეყანა შემოიარა. მიზანი – ყველა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, კულტურების გაცნობა და თავისუფლების ძიება. მეთოდი – რამდენიმე დღე თითოეულ სახელმწიფოში, დღეში 20$ ბიუჯეტით. წერს ბლოგებს, რეკლამას უწევს ამა თუ იმ სასტუმროს/ბიზნესს და ასე იღებს დამატებით შემოსავალს. 10 დღე დარჩა საქართველოში და კვლავ დაბრუნებას აპირებს. მისი შთაბეჭდილებები გალიდან და სოხუმიდან – დეპრესიული, საბჭოთა კავშირის დეჟა ვიუ – back in USSR, სტუმართმოყვარე ხალხი და ულამაზესი ბუნება”, – წერდა მამუკა კუდავა ამერიკელ მოგზაურზე.

წყარო