28/03/2024
Latest:
მსოფლიო

ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში 31-წლიან მინიმუმზე დაეცა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში 31-წლიან მინიმუმზე დაეცა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 0,5%-ით 1,27 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1985 წლის შემდეგ.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორთა შიშებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფუნტი 31-დან 30 ძირითად ვალუტასთან დაეცა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს 2017 წლის მარტიდან დაიწყებს.

23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, ფუნტი დოლართან მიმართებაში ჯამში 14%-ით გაუფასურდა.

წყარო: Bpn.ge