საზოგადოება

სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურაში ბევრი საქმეა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა.

“იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოძიება და ეს ყველაფერი გრძელდება, პროკურატურაში უამრავი საქმეა კიდევ, კიდევ ძალიან ბევრი საქმეა და ეს სამართლიანობის აღდგენა, რითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი გრძელდება, მუქარა არ მინდა ეხლა, ღმერთმა დამიფაროს, თან არჩევნების წინ, რომ კიდევ მუქარით… მუქარას ისინი საკუთარი ქცევებით ახერხებენ… 26 მაისის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროკურატურამ და კიდევ მიდის იქ, პატარკაციშვილის საქმეზე და ათასი ძიებები მიდის, იგივე ახალაიების თემაზე, მამა თუ შვილი, ყველა ეს თემები მე ვიცი, რომ იქ ისევ გრძელდება.

 მაგრამ ეს არ არის მთავარი, ძირითადი დასასჯელი ვინც იყო, ხელმძღვანელობა, ვინც იდეოლოგიას ქმნიდა, ყველანი დაისაჯნენ” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო : ტაბულა