საზოგადოება

“Man”-ის ახალი ავტობუსები N 61 ხაზზე გავიდა

„Man Truck and Bus AG“-ის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები დღეიდან N 61 ხაზზე გავიდა. ახალი ავტობუსები მარშრუტს ბაგებიდან იწყებს, გაივლის ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს და თავისუფლების მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე ჩადის.

14500481_1452097014806894_316194640760049712_o

ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

14500619_1452097024806893_2315367338769233629_o

მეორე ეტაპზე ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი, N 61 ავტობუსების მსგავსად, სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

14615621_1452097088140220_8832451175226658761_o

14567525_1452097051473557_9064431875645803540_o

14542503_1452097104806885_1492688151749571066_o