29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა.

2030-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ თვითმფრინავის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ბილიკმა პირველად მიიღო.

1 100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.  ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი – სივრცითი მოწყობის მიმართულების, უმნიშვნელოვანესი ნაწილია. წლის ბოლოს დასრულდება ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებას და რამდენჯერმე გაზრდის ამ მიმართულების მიმზიდველობას ტურისტებისთვის.

წყარო: 2030