საზოგადოება

ცესკო: არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნები პირველივე ტურში საქართველოს მასშტაბით 23 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აქედან თბილისის 4, რეგიონების კი 19 მაჟორიტარული ოლქია.

უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა მოიპოვა პირველივე ტურში გამარჯვება. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,32 %-მა დაუჭირა. 19,35 %-ით მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი.

საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პირველივე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,7 % მიიღო. 31 უბნის შედეგებით, ამომრჩეველთა 20,85 %-მა დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს.

მაჟორიტარულ არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი გადალახა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საბურთალოს მე-5 ოლქშიც (დათვლილია 33-ვე უბნის მონაცემები). ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,43 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 18,89 %-ით ამ შემთხვევაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი გიორგი როინიშვილია.

მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლსკიმ ჩუღურეთის მე-14 ოლქში, რომელსაც 32 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 57,23 %-მა დაუჭირა. 23,55 %-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ჩოლოყაშვილს.

რაც შეეხება რეგიონებს, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 19 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 58-ვე უბნის შედეგები), „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შიოლაშვილი – 54.7%.

გარდაბნის 31-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 35-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სავალან მირზოევი 50.02%.

თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 61-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გოდერძი ჩანქსელიანი 54.41%.

ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 58-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გოგი მეშველიანი 52.11%.

წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 99-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ კახაბერ ოქრიაშვილი 65.96%.

მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 43-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ რუსლან გაჯიევი 56.13%.

დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 81-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ ზაქარია ქუცნაშვილი 60.94%.

ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 49-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გიორგი თოთლაძე 52.29%.

ბორჯომის (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 70-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძე 51.08%.

ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 89-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ ენზელ მკოიანი 63.72%.

ტყიბული/თერჯოლის ნაწილის 50-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 65-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ ელგუჯა გოცირიძე 50.03%.

საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, (დათვლილია 55-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძე 88.96%.

ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 60-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გრიგოლ ლილუაშვილი 59.01%.

სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 50-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გრიგოლ მიქელაძე 57.63%.

წყალტუბოს 57-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 67-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ ცოტნე ზურაბიანი 52.91%.

ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 167-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ გოჩა ენუქიძე 57.9%.

ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 49-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ არჩილ თალაკვაძე 52.88%.

მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 59-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ ოთარ დანელია 51.18%.

ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 130-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძე 51.77%.

საქართველოს მასშტაბით სულ 73 მაჟორიტარული ოლქია. შესაბამისად, დარჩენილ 50-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.