საზოგადოება

“უბედნიერესი ვიქნები, როცა 4 წლის თავზე, ყველა ჩვენი პირობა იქნება შესრულებული”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა.
მისი თქმით, ამ მხრივ, მმართველის ძალისთვის დასავლელი პარტნიორების შეფასება მნიშვნელოვანია.
“ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ არჩევნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების შეფასება. ამერიკის საელჩოს მხრიდან, მაღალი შეფასება დაფიქსირდა, ასევე 5 ძალიან სერიოზული ინსტიტუტის, მათ შორის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-სა და სხვადასხვა ინსტიტუტების შეფასება, რომლებმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს არჩევნებს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც დამიჭირა მხარი და მომცა საშუალება, პირველივე ტურში გამარჯვების. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. უბედნიერესი ვიქნები, როცა 4 წლის თავზე, ყველა ჩვენი პირობა იქნება შესრულებული”, – განაცხადა ხუციშვილმა “პირველ პრესკლუბში”. ვაკის მე-3 ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაზა ხუციშვილმა მოიპოვა პირველივე ტურში გამარჯვება. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 51,11 %-მა დაუჭირა. 19,83 %-ით მეორე ადგილზე გავიდა “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, პეტრე ცისკარიშვილი.