ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

„სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება”

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება. სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის. ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება – ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის. ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბორჯომში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ახალგაზრდა ...