მსოფლიო

TOP10 მილიარდერი, რომელიც საფეხბურთო კლუბს ფლობს

დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში მრავლად შევხვდებით ისეთ კლუბებს, რომელთა მფლობელები რამდენიმე მილიარდის პატრონებიც კი არიან, თუმცა საფეხბურთო წარმატებას ცოტაოდენი თუ აღწევს. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ ტოპ-10 მილიარდერების სიას, რომლებიც საფეხბურთო კლუბების მფლობელები არიან.

abramovich-chelsea-ronaldo-mourinho

#10. ჩელსი – რომან აბრამოვიჩი – 5.3 მილიარდი გირვაქნა სტერლინგი.

მხოლოდ რამდენიმე მფლობელს თუ ექნება ისეთი დაფასება და გავლენა კლუბში როგორიც ეს რომან აბრამოვიჩს აქვს. რუსმა ოლიგარქმა კლუბი საკუთარი კონტროლის ქვეშ 2003 წლიდან აიღო და იქედან მოყოლებული დღემდე ევროპის საუკეთესო კლუბების სიაში შედის. ჩელსი იყო გუნდი, რომელსაც არ ჰქონდა პრემიერ ლიგა მოგებული ნახევარი საუკუნის განმავლობაში აბრომივიჩის მოსვლამდე. აბრამოვიჩიმა დიდი ინვესტიცია განახორციელა კლუბში, მოიგო 4 პრემიერ ლიგის ტიტული, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელაც ევროპის ლიგა.

President of the football club AS Monaco, Dmitry Rybolovlev attends the french league two soccer match Monaco vs Caen, Saturday, May 4, 2013, in Monaco stadium. (AP Photo/Lionel Cironneau)

#9. მონაკო – დიმიტრი რიბოლოვლევი – 5.82 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც ევროპულ კლუბს ფლობს. რიბოლოვლევმა მონაკო 2011 წელს ჩაიბარა და ლიგა II-დან ლიგა I-ში გადაიყვანა. დახარჯა ფული ტრანსფერებზე. იყიდა რადამელ ფალკაო, ხამეს როდრიგესი, თუმცა სატურნირო ცხრილში სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა პარისენჟერმენის შემდეგ. მონაკომ გაყიდა წამყვანი ფეხბურთელები, რომ შეევსო ფინანსური ფეირ ფლეი და კონკურენტულად ჩამორჩა ლიდერ კლუბებს საფრანგეთის ჩემპიონატში.

afp000714343-v3uadc23d8

#8. ვალერენგა(ნორვეგია) – იონ ფრედრიქსენი – 6.57 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

ამ სიაში, შესაძლოა, ყველაზე უცნობი ვალერენგას მფლობელი იყოს. ფრედრიქსენმა თავისი ფული ნავთობით გააკეთა. ის ფლობს ნორვეგიულ სანავთობო ტანკერებს. ფრედრიქსენი დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში და ფული იშოვა 80-იანებში. მიუხედავათ დიდი ფინანსებისა, ვალერენგა არ არის წარმატებული კლუბი. ფრედრიქსენი არ იყენებს საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს ვალერენგას საფეხბურთო წარმატებისთვის.

LOS ANGELES - MARCH 6:  Philip Anschutz of AEG attends a game between the Minnesota Timberwolves and the Los Angeles Lakers at Staples Center on March 6, 2009 in Los Angeles, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2009 NBAE (Photo by Andrew D. Bernstein/NBAE via Getty Images) *** Local Caption *** Philip Anschutz

#7.ლოს ანჯელეს გალაქსი – ფილიპს ანსჩუთზი – 8.08 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

ფილიპსი ითვლება ყველაზე გავლენიან პიროვნებად ამერიკულ ფეხბურთში და შედის მსოფლიოში კლუბების უმდიდრეს მფლობელებს შორის. მან მემკვიდრეობით მიიღო დიდი რაოდენობით ფული, თუმცა საკუთარი ბიუჯეტი გაზარდა ნავთობის და მიწის საშუალებით. ბიზნესმენმა შეასრულა დიდი როლი MLS-ის შექმნაში და არის მფლობელი ლოს ანჯელეს გალაქსის, რომელიც ამავე ლიგაში თამაშობს. გალაქსი ითვლება ყველაზე წარმატებულ კლუბად MLS-ის ისტორიაში. კლუბში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დევიდ ბექჰემი.სტივენ ჯერარდი და ეშლი კოული.

dietrich-mateschitz-the-press-shy-ceo-behind-red-bull

$6. დიტრიხ მათეშიცი – რედ ბულ ლაიფციგი/რედ ბულ ზალცბურგი/ნიუ იორკ რედ ბულსი – 8.48 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

მათეშიცი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად პოპულარულ მფლობელად ამ სიაში. ავსტრიელი ბიზნესმენი ფლობს სამ სხვადასხვა კლუბს ავსტრიაში, ამერიკასა და გერმანიაში. დასპონსორება და რეკლამა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ დიტრიხ მათეშიცმა ეს ახალ ლეველზე აიყვანა. ბიზნესმენი ფლობს ენერგეტიკული სასმელების კომპანია რედ ბულსს, რომლის დასარეკლამებლად არა მხოლოდ იყენებს თავის მფლობელობაში მყოფ კლუბებს, არამედ სამივე კლუბის სახელწოდებაშიც კი რედ ბული ფიგურირებს.

12-francois-henri-pinault-w750-h560-2x

#5. ფრანცის-ჰენრი პინოლტი – რენი(საფრანგეთი) – 9.45 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

ის არის გენერალური მდივანი ფონდის სახელწოდებით „KERING”. ის დაქორწინებულია ცნობილ მსხაბიობ სელმა ჰაიეკზე. ის ფონდის გენერალური მდივანია 2005 წლიდან. მან კლუბი 2000 წელს იყიდა. რენმა ბოლო ამ წელიწადში 2 ფინალი ითამაშა შიდა ასპარეზზე. კლუბმა ახლახან გაყიდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოსმან დემბელე, რომელიც დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა.

WASHINGTON - OCTOBER 05:  Paul Allen, founder of SpaceShipOne takes part in a news conference to mark the donation of SpaceShipOne to the National Air and Space Museum October 5, 2005 in Washington, DC.  SpaceShipOne was the first privately built and piloted vehicle to reach space and will be on permanent display between Charles Lindbergh's Spirit of St. Louis and Chuck Yeager's Bell X-1.  (Photo by Win McNamee/Getty Images)

#4.პოლ ალენი – სიეტლ სოუნდერსი (აშშ) – 12.12 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

პოლი ამ სიაში შეიძლება ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მოვიხსენიოთ, რადგან ის თანადამფუძნებელია კომპანია მაიკროსოფტის ბილ გეითსთან ერთად. მაიკროსოფტის გაძლიერებასთან ერთად იზრდება ბიზნესმენის პირადი ბიუჯეტიც. მას მართალია არ აქვს იმდენი, რამდენიც ბილ გეითსს, თუმცა მისმა ქონებამ უკვე შეადგინა 12 მილიარდზე მეტი. სოუნდერსმა 2014 წელს მოიგო Supporters’ Shield-ი. მის რიგებში თამაშობს ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი კლინტ დემპსი.

File photo dated 23/8/2010 of Manchester City owner Sheikh Mansour bin Zayed Al Nahyan who helped Barclays avoid a government bailout at the height of the financial crisis has sold his stake in the bank, it has emerged.  PRESS ASSOCIATION Photo. Issue date: Friday July 19, 2013. The Abu Dhabi sheikh, who pumped £3.5 billion into Barclays as part of a wider capital-raising by the bank to shore up its balance sheet in 2008, sold his 7% stake last month.  See PA story CITY Barclays. Photo credit should read: Martin Rickett/PA Wire

#3. შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაიანი – მანჩესტერ სიტი/ნიუ იორკ სიტი – 20 მილირდი გირვანქა სტერლინგი.

ბოლო წლებში მცირე რაოდენობის ისტორია მფლობელების შეცვლის ისეთი, როგორიც მანჩესტერ სიტის შემთხვევაა. სატრუნირო მგომარეობის შუა ნაწილში მყოფის გუნდის ისტორია ერთ ღამეში შეიცვალა, როცა ის ყატარელმა შეიხმა შეიძინა და გუნდში მოსვლის დღიდან კოლოსალური თანხების დახარჯვა დაიწყო. ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო იყო შეიხი მანსურის პირველი სატრანსფერო გასროლა. შეიხი არის არაბეთის ემირატების პრემირ-მინისტრის მოადგილე და ასევე სამეფო კარის ოკახის წევრი. სიტიმ ბევრ წარმატებას მიაღწია შეიხის მოსვლის შემდგომ და უფრო მეტის მოლოდინი აქვთ ახალი, გამოცდილი ტიტულოვანი მწვრთნელის გვარდიოლას ხელში.

In this file photo, Carlos Slim speaks during a panel discussion at the Clinton Global Initiative Annual Meeting, Thursday, Sept. 27, 2007, in New York. The New York Times Co. says it has approved a $250 million investment bythe  Mexican telecommunications billionaire.  (AP Photo/Jason DeCrow)

#2. კარლოს სლიმ ჰელუ – რეალ ოვიდეო – 34 მილიარდი გირვაქნა სტერლინგი.

კარლოს სლიმ ჰელუ იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სათავეში 3 წლის განმავლობაში, თუმცა შემდგომში მისი შემოსავლები შემცირდა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ბიზნესმენს აქვს წილები სხვადასხვა ბიზნესიდან, თუმცა დიდი ფული იშოვა ტელეკომუნიკაციების ბიზნესიდან. სლიმი არის თავჯდომარე კომპანია America Movil-ის, რომელიც უდიდესი სატელეფონო კომპანიაა სამხრეთ ამერიკაში. 2012 წელს ესპანური კლუბი რეალ ოვიდეო ფინანსური პრობლემების გამო დაშლის პირას იყო, თუმცა კარლოს სლიმის და სხვადასხა დონორების მიერ ჩატარებული მასობრივი კამპანიებით გადარჩა. მექსიკელ ბიზნესმენი ფლობს კლუბის საკონტროლო პაკეტს, ხოლო კლუბი განვითარების საწყის ეტაპზეა.

Amancio Ortega during CSI Montecarlo 2012 on June 28, 2012.

#1. ამანსიო ორტეგა გაონა – დეპორტივო ლა კორუნია – 48 მილიარდი ფუნტ სტერლინგი

ესპანელი ბიზნესმენი დაიბადა ესპანური მუშათა კლასის ოჯახში. სკოლა მიატოვა 14 წლის ასაკში. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანია. ორტეგას პირველი ფოტო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 1999 წელს. ის ტანსაცმლის ინდუსტრიის მფლობელია. მის საკუთრებაშია ცნობილი ფირმა ზარა. დეპორტივო ლა კორუნია, რომელიც მის მფლობელობაშია, მისი მშობლიური ქალაქის გუნდია. ორტეგა არის უმდიდრეს ადამიანთა შორის მეორე. ის მხოლოდ ბილ გეითსს ჩამორჩება.

გადათარგმნა ჯინჭარაძე ბაჩანამ