29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა შესაბამის ხელშეკრულებას ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება ხელი.

“ეს არის 15,5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირების და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომელიც გახლავთ ჩვენი სივრცითი მოწყობის გეგმის განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე და ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც თვითონ ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას, ისე მნიშვნელოვნად განტვირთავს რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ, ბევრი ინციდენტები ხდებოდა ხოლმე, ავტოსაგზაო შემთხვევები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანაი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იქნება 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე ხელშეკრულება. მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა იქნება მომავალში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს და მის გუნდს და იმედი გამოთქვა, რომ სივრცითი მოწყობის ამბიციური გეგმა ასეთი დინამიკით აუცილებლად განხორციელდება.

წყარო: businesscontract