საზოგადოება

თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები განთავსდება

“თბილსერვის ჯგუფი” მომავალი წლიდან თბილისში მიწისქვეშა კონტეინერებების განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ  ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.

”ნაგვის ურნებისთვის ქალაქში ადგილი აღარ მოიძებნება.  არც პარკინგის ადგილია. დაპარკინგების მიზნით ზოგიერთ ადგილებში ადამიანები ურნებს თავად გადაადგილებენ და ზოგჯერ შუა ქუჩაში დგამენ. ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ადგილი მცირეა, ვერც მანქანას გააჩერებ და ვერც ნაგვის ურნას დადგამ. ამიტომ გვინდა ისეთ ადგილებში, სადაც მჭიდრო მოძრაობა და პარკინგის პრობლემაა, მიწისქვეშა კონტეინერები განვათავსოთ. ამ ნაგვის ურნების დაცლა ყოველი 2-3 საათის ნაცვლად, 3-4 დღეში იქნება საჭირო. ეს მომავლის პროექტია და გვინდა, რომ მომავალი წლიდან განვახორციელოთ”, – განაცხადა ”თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა”.