ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთების ფასი 90 ლარიდან იწყება

საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება.

საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომღერალი “საქართველოს ბანკის” პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს და Easter Promoution-ს ჩამოჰყავთ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალები გახდა ცნობილი.

ბილეთების გაყიდვა 25 ივნისიდან დაიწყება, რამდენიმე დღის განმავლობაში ბილეთების შესყიდვა მხოლოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის იქნება შესაძლებელი. მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების შესყიდვა შესაძლებელი იქნება 29 ივნისიდან.

ბილეთები გაიყიდება როგორც TKT.GE-ზე, ასევე SOLO-ს ლაუნჯებში.

ბილეთების ფასი SOLO-ს მომხარებლებისთვის დაიწყება 90 ლარიდან, ხოლო მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბორჯომში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ახალგაზრდა ...