28/03/2024
Latest:
მსოფლიო

,,ბოინგ 797” – ახალი მოდელი: 1000 მგზავრი, 20 ათას კილომეტრზე

კომპანია ,,ბოინგი” ახალი, დიდი და საიმედო ,,ბოინგ 797″-ის შექმნაზე მუშაობას ასრულებს. სამუშაოები 2012 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ავიაკონსტრუქტორების ამოცანა იყო გაეხადათ ახალი მოდელი მგზავრებისთვის უფრო კომფორტული.

ოფიციალური ცნობების თანახმად, ახალ მოდელში გამოყენებული იქნება ,,მფრინავი ფრთის” იდეა, ეს იქნება გარკვეული თვალსაზრისით ერთი მფრინავი ფრთის მქონე მოდელი. ეს იდეა ახალი არ არის და რამდენჯერმე გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებში სამხედრო მშენებლობის სფეროში. ამ მხრივ, ტიპური მაგალითს წარმოადგენს ბომბდამშენი B-2. თუ მომავალი “ბოინგ 797”-ის კონსტრუქციას განვიხილავთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ეს მოდელი მაღალი საიმედოობის მქონე, არცთუ მაღალი სიჩქარის იქნება. სიდიდე თვითმფრინავს არ მისცემს ბგერის სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას. თუმცა, ამავე დროს, ,,ბოინგ 797” მგზავრებს შესთავაზებს ყველაფერ აუცილებელს კომფორტული მგზავრობისთვის.

,,ბოინგ 797” გამორჩეული იქნება საჰაერო სივრცეში საუკეთესო მანევრირების უნარით, თუმცა ე.წ. ,,კუდის ნაწილის” არარსებობის გამო, თვითმფრინავი სწრაფი მანევრირების უნარს მოკლებული იქნება. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ გამოყენებული იქნება დამატებითი სამანევრო ძრავები, რომლებიც საშუალებას მისცემს ხომალდს აიღოს განსაზღვრული სანავიგაციო წერტილი.

ავიალაინერი 1000 მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ფრენის სიგრძე 20 ათას კილომეტრს უახლოვდება. უკვე მიმდინარეობს შეკვეთილი 159 თვითმფრინავის მშენებლობა. როგორც ჩანს, ჩვენ მალე გავხდებით ,,ბოინგ 797”-ის მიერ შესრულებული პირველი რეისის მოწმე.

 

https://youtu.be/jZx3aXNWBFA