ეკონომიკა

150 მილიონ დოლარიაინი ინვესტიცია გურიაში და ესპანელი ინვესტორების გეგმები

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან ერთად ს.ს. „კორპორაცია-საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმის“ ცენტრის წარმომადგენლებსა და ესპანელ ინვესტორებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ინვესტორებმა წარმოადგინეს აღნიშნულ ცენტრსა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან გაფორმებული მემორანდუმიდან დღემდე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა. კერძოდ, ისაუბრეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აგურისა და კერამიკული ნაკეთობების ქარხნის მშენებლობის სამუშაოების საკითხებზე, რომლის მშენებლობასაც შემდეგი კომპანიები განახორციელებენ: “ISRAIL AHMADOV INVESTMENT” LLC (დუბაი) “CHESTER”s.r.o (ჩეხეთი), “ANAGI” LTD (საქართველო) და “GEORGIAN BUILDING COMPANY”LTD – (საქართველო).

„შავი ზღვის მარგალიტის” წარმომადგენლებმა გაგვაცნეს ის საინვესტიციო წინადადებები და ესპანეთიდან ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც გურიაში რამოდენიმე საწარმოს აშენებას აპირებენ. აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში კორპორაციას აღმოვუჩინოთ დახმარება, გავუწიოთ კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებებით და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის. ასევე, მზად ვართ ვუშუამდგომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ტერიტორიების საკუთრების უფლებით გადმოცემის თაობაზე“- განაცხადა გია სალუქვაძემ.

როგორც შეხვედრაზე „კორპორაცია-საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმის“ ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ დოლიძემ განმარტა, უკვე დაიწყო კორპორაციასა და გუბერნიას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად პირველადი ვალდებულების შესრულება. კორპორაცია, თავის მხრივ, აცხადებს მზადყოფნას მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის რეგიონში განახორციელოს დაფინანსება 150 000 000 (ას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით.

წყარო: geopressnews