24/04/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთის ეკონომიკა ზედიზედ მეშვიდე კვარტალია რაც ეცემა

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2016 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 0.6%-ით შემცირდა. რუსეთის ეკონომიკა ზედიზედ მეშვიდე კვარტალია, რაც ეცემა. ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა 2015 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა. ხოლო, ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკა 0.1-0.2%-ით გაიზარდა, რაც სეზონური ფაქტორებით არის გამოწვეული. საერთო ჯამში, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2016 წელს ქვეყნის მშპ 0.6%-ით შემცირდება. 0.1%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა ვნეშეკონომბანკმაც.

რუსეთის მთავრობა 2017 წელს ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეკონომიკის სამინისტროს საბაზისო პროგნოზის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა 2017 წელს 0.6%-ით, 2018 წელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წელს 2.1%-ით უნდა გაიზარდოს. ცენტრალური ბანკის შეფასებით, რუსეთის მშპ მომდევნო წელს 0.5-1%-ით, ხოლო 2018-2019 წლებში 1.5-2%-ით მოიმატებს. რუსეთის ეკონომიკურ ზრდის ოპტიმისტურ პროგნოზს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც აქვეყნებს. კერძოდ, ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2017 წელს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გარეშეც, რუსეთის ეკონომიკა 1.2%-ით გაიზრდება.

წყარო: Georgian Wall Street