29/03/2024
Latest:
საზოგადოება

ზედმეტი მგზავრების აყვანის გამო თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები მკაცრად დაისჯებიან

სამარშრუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრების აყვანის შემთხვევაში, მძღოლების მიმართ “თბილისის მიკროავტობუსის” მონიტორინგის სამსახური მკაცრ ზომებს გაატარებს – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიააში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მიკროავტობუსში მყოფი, ფეხზე მდგომი მგზავრები ფიქსირდებიან.

“კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აკრძალულია მიკროავტობუსში ხუთ ადამიანზე მეტის ფეხზე დგომა, უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან. ასევე მოგახსენებთ, რომ ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრების აყვანას იქნება გატარებული მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.