25/04/2024
Latest:
მსოფლიო

Apple iPhone-ის წარმოებას ჩინეთიდან ამერიკაში დააბრუნებს

Apple, iPhone-ების წარმოების ჩინეთიდან აშშ-ში გადატანის საკითხს განიხილავს, -აცხადებენ წყაროები.
მათი ინფორმაციით, Apple-მა წარმოების გადატანის შესაძლებლობის განხილვის თხოვნით კომპანიებს, Foxconn-ს და Pegatron-ს მიმართა, რომლებიც iPhone-ის აწყობით არიან დაკავებული. Foxconn-ი დათანხმდა ამ გეგმის განხილვას, ხოლო Pegatron-მა მაშინვე უარი თქვა ამ იდეაზე, ხარჯების მკვეთრად გაზრდის მოტივით.
კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, Foxconn-საც არარეალისტურად მიაჩნია წარმოების ამერიკაში გადატანა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დანარაჯები ორ ჯერზე მეტად იზრდება. Apple-ის, Foxconn-ის და Pegatron-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.
Apple-ის ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში ტრამპი აცხადებდა, რომ დამატებით გადასახადს შემოიღებს ჩინეთში წარმოებულ საქონელზე და ასევე თქვა, რომ Apple-ს თავისი მოწყობილობების ამერიკაში წარმოებას აიძულებს.
თუმცა ტრამპს გაუჭირდება ამ დაპირების შესრულება, რამდენადაც გასული წლის ბოლოს Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ iPhone-ის ამერიკაში გამოსაშვებად საკმარისი კვალიფიციური სამუშაო ძალა შტატებში უბრალოდ არ არის.
წყარო: Agora.ge