ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მასშტაბური კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ დაიწყო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იწყებს მასშტაბურ კამპანიას „ემეგობრე მემკვიდრეობას“ იქმნება კლუბი, სადაც გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ფიზიკურ პირს ასევე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, პროფესიულ, სამოქალაქო თუ სხვა გაერთიანებებს. რომელთა წლიური საწევრო შენატანები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციას მოხმარდება წინასწარი გათვლებით, „ემეგობრე მემკვიდრეობას“ პარტნიორთა წრე 30 000 -მდე წევრს გააერთიანებს პროექტს უკვე შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე.

„ემეგობრე მემკვიდრეობას“ კლუბის წევრად რეგისტრირებას მსურველები 15 ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით შეძლებენ, სადაც ასევე შექმნილია საწევრო შენატანის ელექტრონული სისტემა. მოქალაქეები კლუბის საწევრო ბარათებს მიიღებენ, რომლითაც ისარგებლებენ სპეციალური შეღავათებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ გაერთიანებული მუზეუმ-ნაკრძალებსა და მეზეუმებში, სხვა უწყებების სამუზეუმო და კულტურულ დაწესებულებებსა და პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების კომერციულ ობიექტებში პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება. მოეწყობა სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება.

ვრცელი ინფრომაციისთვის იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/events/151486128747157

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა – გარდაცვლილია 80 წლის ქალი

ბათუმში, სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის ...