ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს – პრობლემა რეგიონში (ექსკლუზივი)

საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE)-ის ელექტრონულ ფოსტაზე მოვიდა წერილი, რომლის ავტორი, დედოფლისწყაროს მკვიდრი თამილა გურაშვილი მოგვითხრობს მისი პრობლემების შესახებ. ავტორი ყვება, რომ მას ავიწროებენ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამავე მიზეზების გამო გაანთავისუფლეს სამსახურიდან.

რამდენიმე თვის წინ GNN-მა იგივე ადამიანის წერილი მიიღო, სადაც ავტორი ყვებოდა, რომ მისი განთავისუფლება იგეგმებოდა კულტურის სახლიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო. სააგენტო დაუკავშირდა აღნიშნული სამსახურის უფროსს, რომელმაც ჩვენთან საუბრისად განაცხადა, რომ თანამდებობა, რომელიც თამილა გურაშვილს ეკავა გაუქმდა, რის შედეგადაც სხვა თანამდებობდაზე მოხდა მისი გადაყვანა. ცოტა ხნის წინ კი ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და ღია ცის ქვეშ დარჩა შვილთან ერთად. მიზეზი თუ რატომ გაანთავისუფლეს სამსახურიდან თამილა გურაშვილი მისთვის დღემდე უცნობია, მაგრამ ის კვლავ მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს მომხდარ ფაქტს.

გაფორმებული ყავთ ასევე სასულიერო პირები, მხოლოდ მე აღმოვჩნდი ზედმეტი და რატომაც ალბათ ყველა მიხვდება, ჩემი გათავისუფლება მოხდა, როგორც გავიგე იმის გამო, რომ არ  ჩამეხედა მათ კორუფციულ საქმიანობაში, რაც არის კულტურის სახლში.

გთავაზობთ თამილა გურაშვილის წერლის უცვლელად:

“ვარ დედოფლისწყაროელი, 2012 წლამდე ვიყავი პოლიტიკურად აქტიური და ვაკრიტიკებდი არსებულ ხელისუფლებას აქტიურად სხვადასხვა გაზეთებსა თუ ტელევიზია-რადიოში, რის გამოც 2012 წელის სექტემბერში დავრჩი უსახლკარო. სახლი, სადაც 20 წელი ვცხოვრობდით, დაანგრიეს და ჩვენ დაგვტოვეს კომპენსაციის გარეშე, მის მერე ვართ ქირით, ახალმა ხელისუფლებამ ჯერ დამასაქმა ადგილობრივ კულ.ტსახლში, მაგრამ შემდეგ ჩემი იდეოლოგიური შეხედულებების გამო და ნაცებთან კოჰაბიტაციის კრიტიკის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან.

მანამდე 2014 წელს მოგვიხსნეს დახმარება, რომელსაც ვიღებდი როგორც მარტოხელა დედა, არ მიფინანსებდნენ არც ქირაც, ფაქტიურად ვარ დევნილი ჩემსავე რაიონში. კულტ.სახლი, სადაც ვმუშაობდი გადატენილი ყავთ მკვდარი სულებით, ანუ ხალხით, რომლებიც ფაქტიურად არ დადიან სამსახურებში. გაფორმებული ყავთ ასევე სასულიერო პირები, მხოლოდ მე აღმოვჩნდი ზედმეტი და რატომაც ალბათ ყველა მიხვდება, ჩემი გათავისუფლება მოხდა, როგორც გავიგე იმის გამო, რომ არ  ჩამეხედა მათ კორუფციულ საქმიანობაში, რაც არის კულტურის სახლში. მე და ჩემი შვილი ვართ უმუშევრები, მეტად მძიმე პირობებში, ფაქტიურად ვერ ვიხდით გადასახადებს, ქირას და ასე შემდეგ.

ადგილობრივი გამგებელი გვითითებს  ყოფილი პრემიერის მამისკენ, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს ჩვენთან საუბარში, რომ ფაქტიურად ისევე მართავს ყოფილი პრემიერის მამა, ხოლო  ფაქტიურად რაიონს განაგებენ ახლა ოცნების დეპუტატი შიოლაშვილი და გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. ისინი აცხადებენ, რომ მე დავისაჯე ჩემი კრიტიკის და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გამო.

8 თვეა ველოდები, იქნებ დამთავრდეს ამათი უსინდისობა და იქნებ აღმადგინონ სამსახურში, მაგრამ მათ უნამუსობას არ აქვს საზღვარი. მინდა მივმართო უახლოეს დღეებში ადამიანთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, უცხოელთა  არასამთავროებებს და დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდნტს, იქნებ როგორმე ვიპოვო სამართალი. 21 -ე საუკუნეში ვართ დაუცველები ჩვენსავე ქვეყანაში და იქნებ ამათგან რომელიმემ გაგვიწიოს  იურიდიული დახმარება“ – აღნიშნულია წერილში.

საინფორმაციო სააგენტო GNN-ი დაუკავშირდა კულტურის სახლის ხელმძღვანელობას, მაგრამ ისინი ჩვენს ზარს არ პასუხობენ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. “ქართულ ოცნებაში”, სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ...