25/04/2024
Latest:
საზოგადოება

“ვიქტორ დოლიძის „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „ძალიან შორს იყო სიმართლისგან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიქტორ დოლიძის „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „ძალიან შორს იყო სიმართლისგან“.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფიქრობს, რომ ეს არ არის სწორი განცხადება.

„რამდენადაც არ უნდა ჰქონდეს ვიქტორს პირადი ემოციები ამ საკითხთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, რომ არავინ სთხოვს მას დღეს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გააკეთოს კომენტარები. მითუმეტეს, რომ ამ კომენტარს არაფერი სიმართლესთან საერთო არ გააჩნია. ჩვენ ვენდობით იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათი მიღებული გადაწყვეტლებები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. არც დღეს ატარებს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არც ერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს განაცხადება იყო ძალიან შორს სიმართლისგან. ვფიქრობ, რომ ვიქტორს ეს ემოციური განცხადება მოუვიდა“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ განაცხადა, რომ „კაბელების საქმეზე“ პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.