ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვარსკვლავები კარგ დღეს გპირდებიან. შეცდომები ყველას მოსდის, ტრაგედიას ნუ შექმნით. წვრილმანებზე ნერვებს ნუ მოიშლით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

კურო
თქვენ შეგიძლიათ მეგობრობა, მაგრამ ბოროტად ნუ გამოაყენებინებთ ვინმეს საკუთარ თავს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, შორეულებთანაც კი.

ტყუპი
შეხვედრების, ნაცნობობის, საქმიანი მოლაპარაკებების დღეა. საქმეები დაკვირვებულად მოაგვარეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
უფროსი ყურადღებით გაკვირდებათ. იმუშავეთ, ნუ მოცდებით გართობაზე. საქმიანი პარტნიორებისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა.

ლომი
ნურავის ჩაახედებთ თქვენს გეგმებში. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. აკონტროლეთ საქმიანი პარტნიორები. გამონახეთ დრო და დაეხმარეთ მეგობრებს უსიამოვნებების მოგვარებაში.

ქალწული
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და დახმარებაზეც ნუ ეტყვით ხალხს უარს. საღამოს რომანტიკული შეხვედრა და გულახდილი საუბარი გელით.

სასწორი
აკონტროლეთ ემოციები. მოშურნეები გააქტიურდებიან და ეცდებიან, რეპუტაცია შეგილახონ. საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
საინტერესო დღე დაგიდგათ. ეცადეთ, თქვენი იდეები და გეგმები არავის გაუმხილოთ. საღამოს შეხვედრები და ნაცნობობა გელით. განაახლეთ გარდერობი.

მშვილდოსანი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, დაიწყეთ მათზე მუშაობა. თქვენი პროფესიონალიზმის შესახებ გავლენიანი ადამიანებიც გაიგებენ. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

თხის რქა 
ნუ გერიდებათ და მეტად გამოავლინეთ თქვენ ნიჭი. ყველამ იცის თქვენი შრომისმოყვარეობის შესახებ. დროა, თქვენი მიღწევებიც გაიგონ. საღამოს შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ.

მერწყული
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, სამსახურის საქმეებშიც და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლადაც. უფროსი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანი დაბნეულია, არ იცის რა უნდა.

თევზები
პოზიტიური და ხალისიანი დღე გელით. გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ ახლობლებს. უყურადღებოდ ნურც საყვარელ ადამიანს დატოვებთ. საღამოს ნათესავებს ესტუმრეთ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...