28/03/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება

აგორა ფინანსები – საქართველოს იუსტიციის სახლის ინფორმაციით,10 -წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტისგაცემის საფასური აქციის პერიოდში – 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით – იქნება 70 ლარი. პასპორტი გაიცემაგანაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს.

აქციით სარგებლობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ საქართველოსმოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი აიღოს ან შეცვალოს პასპორტი.

პასპორტის მისაღებად განაცხადის ჩაბარება მოქალაქეს შეუძლიანებისმიერ: იუსტიციის სახლის ფილიალში, სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში,საზოგადოებრივ ცენტრში და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრში.

პასპორტისათვის საჭირო ბიომეტრიული ფოტოსურათისღირებულება შეადგენს 3 ლარს.

აქციის პირობებით სარგებლობის შემთხვევაში (10 წლიანიპასპორტის მიღებისას) , დიპლომატიური და სამსახურებრივიპასპორტების გარდა, მოქალაქეს გაუუქმდება ადრე გაცემული ყველასხვა მოქმედი პასპორტი.

შეღავათი არ ვრცელდება მეორე და მომდევნო აქტიური პასპორტისგაცემაზე, აღნიშნული დოკუმენტის საფასური შეადგენს 50 ლარს.მისი გაცემის შემთხვევაში პასპორტის მოქმედების ვადა არის 1 წელიდა არ უქმდება ადრე გაცემული პასპორტები.

აქციის პირობები ასევე ვრცელდება სტუდენტის სტატუსის მქონესრულწლოვან პირებზე. მათ მიმართ 10 წლის მოქმედების ვადისმქონე ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის საფასურიგანისაზღვრება 70 ლარის ოდენობით.

დაჩქარებული მომსახურების მიღების შემთხვევაში, მოქალაქემპასპორტის საფასურთან ერთად (70 ლარი) დამატებით უნდაგადაიხადოს დაჩქარებული მომსახურების შესაბამისი საფასური:პასპორტის მიღება განაცხადის ჩაბარების დღეს – 105 ლარი;პასპორტის მიღება განაცხადის ჩაბარებიდან მეორე სამუშაო დღეს -90 ლარი; პასპორტის მიღება განაცხადის მიღებიდან მესამე სამუშაოდღეს – 50 ლარი; პასპორტის მიღება განაცხადის მიღებიდან მეხუთედღეს – 20 ლარი.