ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ლა ლიგა: “რეალმა” და “ბარსელონამ” დამაჯერებლად დაიწყეს

ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის მესამე სათამაშო დღეს საქმეში გათამაშების ორი მთავარი ფავორიტი “რეალი” და “ბარსელონა” ჩაერთო და ორივე გუნდმა დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

“ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ბეტისს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. კატალონიური გრანდი მთელი თამაშის განმალობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და მარტო ლიონელ მესიმ სტუმართა კარის ძელს სამჯერ გაარტყა ბურთი, თუმცა არგენტინელმა მოედანი უგოლოდ დატოვა. “ბლაუგრანამ” გოლების გატანა პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში მოახერხა – 36-ე წუთზე ტოსკამ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო სამ წუთში ჟერარ დეულოფეუს გადაცემა სერხი რობერტომ შეირგო და ახლო მანძილიდან შეაგდო – 2:0.

“რეალი” ლა კორუნიაში “დეპორტივოს” ეწვია და დიდი ანგარიში გაიმარჯვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ანგარიში მთლად სამართლიანი არაა და დიდწილად ფლორინ ანდონეს არც თუ ისე მაღალი კლასის დამსახურებაა. რუმინელ ფორვარდს მინიმუმ ხუთი საგოლე მომენტ შეექმნა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ვერ ივარგა. ის შეხვედრის საწყის 10 წუთში ორჯერ აღმოჩნდა კეილორ ნავასის პირისპირ, თუმცა ორივე შემთხვევაში კოსტა-რიკელმა კიპერმა აჯობა, ხოლო მატჩის მიწურულს პენალტის გატანაც ვერ მოახერხა. გარდა ამისა, გილერმემ ბურთი ხარიხას გაარტყა…

მადრიდელთა დონის გუნდი კი, ამდენ გამოუყენებელ მომენტს რა თქმა უნდა არავის აპატიებს და “დეპორტივოც” მწარედ დაისაჯა. ანგარიში მე-20 წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, რომელსაც ქარიმ ბენზემამ ცარიელ კარში გაატანინა, ხოლო 27-ე წუთზე უკვე მარსელომ გაატანინა კასემიროს ცარიელ კარში. მეორე ნახევარში კი სხვაობა ტონი კროოსმა გაზარდა და მადრიდელებმა პირველივე მატჩში დიდი ანგარიშით იმარჯვეს – 0:3.

დღის მესამე შეხვედრა “სან მამესზე” შედგა, სადაც “ბილბაო” ლა ლიგაში დაბრუნებულ “ხეტაფეს” დაუხვდა. ბასკებს ეტყობოდათ, რომ ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე რთული შეხვედრა გადაიტანეს და ბევრი ძალები ჰქონდათ დახარჯული. “ლომებმა” სუსტი შეხვედრა ჩაატარეს და იმის მიუხედავად, რომ “ხეტაფემ” ბოლო 25 წუთი კაცნაკლულმა ჩაატარა, ვისენტე გუაიტას კარის ჩარჩოში ზუსტად ვერ დაარტყეს და შესაბამისად, პირველივე ტურში ქულები დაკარგეს – 0:0.

ბილბაო – ხეტაფე 0:0

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ნუნესი, ლაპორტე, ბალენსიაგა (კორდობა 88), დე მარკოსი (ლეკუე 16), ბენიატი, სან ხოსე, რ.გარსია (ადურისი 61), სუსაეტა, მუნიაინი, უილიამსი.
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, დაკონამი, კალა, დ.სუარესი, მოლინერო, ბერგარა (არამბარი 89), ფაჟრი, ა.გერერო, დიედჰუ, მოლინა (ა.როდრიგესი 80), შიბასაკი (მორა 73).
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

გაფრთხილებები: ნუნესი – ბერგარა, ა.გერერო, დ.სუარესი, მოლინერო
გაძევება: ა.გერერო (66)
მსაჯი: მელერო ლოპესი

ბარსელონა – ბეტისი 2:0 (2:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, მასკერანო, ალბა (დინიე 87), სემედუ, ბუსკეტსი, რობერტო, რაკიტიჩი, დეულოფეუ (ა.ვიდალი 72), მესი, ალკასერი (დ.სუარესი 82).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბეტისი (4-1-4-1): ადანი, ფედალი, მანდი, ტოსკა, ბარაგანი, გუარდადო, კამარასა (ფ.რუისი 78), ნარვეზი (ხ.გარსია 68), ნაუელი (ფ.გერერო 72), ს.ლეონი.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ტოსკა (36 ს.კ.), 2:0 რობერტო (39)
გაფრთხილებები: ალბა, დინიე – ნაუელი
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

დეპორტივო – რეალი 0:3 (0:2)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-3-3): რუბენი, შარი, სიდნეი, ხუანფრანი, ლუისინიო, ბორგესი (ადრიანი 65), გილერმე, მოსკერა, ბაკალი (გამა 54), კარტაბია (ბორხა 79), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

რეალი (4-4-2): ნავასი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, კასემირო (მ.ლორენტე 72), მოდრიჩი, ისკო (ასენსიო 66), კროოსი, ბეილი (ლ.ვაზკესი 80), ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ბეილი (20), 0:2 კასემირო (27), 0:3 კროოსი (62)
გაფრთხილებები: ბაკალი, შარი, კარტაბია, მოსკერა, ანდონე – რამოსი, მოდრიჩი
გაძევება: რამოსი (92)
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. “ქართულ ოცნებაში”, სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ...