25/04/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიოს სამი წამყვანი ბანკი ნახევარი მილიარდი ევროთი დააჯარიმეს

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა  მსოფლიოს სამი უმსხვილესი ბანკი:  Credit Agricole, HSBC და JP Morgan ევროზე საპროცენტო განაკვეთების დაწესებისას შეთანხმებული მოქმედებების გამო დააჯარიმა. გამოძიება, რომელიც 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოდ, ბანკების გამამტყუნებელი გაანჩენით დასრულდა.

ევროკომისიის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ სამივე ბანკს, ჯამში 485 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა. მათგან ყველაზე დიდი, 337,2 მილიონი ევროს გადახდა JP Morgan Chase-ს მოუწევს, € 114,7  – Credit Agricole-ს, ხოლო  €33,6 HSBC-ს.

ბანკებს ბრალი ედებათ ევროზე  საპროცენტო განაკვეთების კარტელური გარიგებების შედეგად დაწესების,  დერივატივების ფასებით მანიპულირებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის გამო, რაც ანტიმონოპოლიური კანონების პირდაპირი დარღვევაა.