ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

„მათი მთავარი მიზანია, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ“ – ტყუილი წინასაარჩევნო დაპირებები?!

ქვეყნების უმრავლესობაში, კანდიდატებს, რეგისტრაციის, ან სიების გამოქვეყნების შემდეგ, ოფიციალურად ეძლევათ უფლება აწარმოონ წინასაარჩევნო აგიტაცია. ცალკეულ ქვეყნებში, წინასაარჩევნო აგიტაცია ნებადართულია არჩევნების გამოცხადების დღიდან, ან წინასწარ განსაზღვრული თარიღიდან არჩევნების დღემდე.

კანონი არეგულირებს წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებისა და დასრულების დროს, მაგრამ ვერავინ არეგულირებს შესრულდა თუ არა წინასაარჩევნო დაპირებები?! წინასაარჩევნო კამპანია ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ორი რამით არის საინტერესო: პირველი – რამდენად ჯანსაღია წინასაარჩევნო გარემო და მეორე – რა შინაარსისაა და რამდენად მომხიბვლელია კანდიდატების დაპირებები ელექტორატისთვის. აქედან პირველი ფაქტორი თავად კანდიდატებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მეორე კი – ამომრჩევლისთვის.

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძის განცხადებით ქართულ პოლიტიკურ პარტიებს „ერთი საქმიანობა“ აქვთ, მათი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და იქ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა!

GNN –  როგორ ფიქრობთ საკმარისი დრო აქვთ არჩევნებამდე, რომ მოასწრონ წინსააარჩევნო აგიტაცია?

საკმარისზე მეტი დრო აქვთ! ქართულ პოლიტიკურ პარტიებს იმდენად დაბალი რეიტინგები აქვთ, რომ სააგიტაციოდ ბევრს ვერაფერს იტყვიან!

GNN – ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირება?

რომელი ერთი? თითქმის ყველა! მერობის კანდიდატებს, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ, – “თბილისელი მინჰაუზენები”! იმიტომ, რომ პარტიების დიქტატის გარეშე, ისინი დამოუკიდებელ ადამიანებად არც აღიქმებიან! არჩევნების მოგება! დანარჩენი მათთვის მეათეხარისხოვანია!

GNN – რატომ მოდის შეუსაბამობაში წინასაარჩევნო დაპირებები პარტიულ საქმიანობასთან?

რას უწოდებთ პარტიულ საქმიანობას? ქართულ პოლიტიკურ პარტიებს “ერთი საქმიანობა” აქვთ, მათი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და იქ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა! ვინც ხელისუფლებაში ვერ მოდის, ისინი ცდილიბენ გახდნენ ხელისუფლების სატელიტი პარტიები, რომ აქედან გამორჩენა ნახონ!

GNN – მარტო არჩევნების მოგება სურთ პარტიებს? არ არის მათ საარჩევნო პროგრამებში ჭეშმარიტების მარცვალი?

დიახ, მათთვის, მთავარი მიზანია, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, დანარჩენი – დაპირებები, პროგრამები და სხვა, სწორედ ამის მიღწევას ემსახურება!

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...