ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

საუკუნის საქმე – ე.წ. „ციანიდის ქრონიკა“ დასრულდა! „რატომ არ ასაჯაროებენ საქმის დეტალებს ამ დრომე?!“

დღეს დილის 12:00 საათზე საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ციანის საქმეზე“ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არ წყდება განხილვები საზოგადოებაში, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი, ხოლო მეორე ნაწილი კი გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს. მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას თქმით სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო და მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ერთობლივად იმოქმედა.

თემასთან დაკავშირებით სააგენტო GNN დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სოსო მანჯავიძეს, რომლმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

GNN – როგორ შეაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზი გიორგი მამალაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით?

სოსო მანჯავიძე – უპირველეს ყოვლისა მითები, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ზოგადად და კერძოდ საქართველოში ძალიან არასერიოზულია. ე.წ. „ციანიდის“ საქმე შეიცავდა ინფორმაციებს, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია დიდი მღელვარება, რასაც გამოიწვევდა დარტყმას იმ ღირებულებათა სისტემაზე, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირფასია. ხოლო, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილში უმთავრესი ღირებულებები სწრაფად და ძირეულად იცვლება, ხოლო მეორე ნაწილი არ იღებს ცვლილებებს, ან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, იწყება სამოქალაქო დაპირისპირება.

მეორე საკითხია, რამდენად პროფესიონალურად იცავს თავს ბრალდების მხარე, მისთვის არაორდინალურ სიტუაციაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დაცვის მხარეს არ გაუცვლია არგუმენტები ბრალდების მხარისათვის იმ აბსურდული მოტივით, რომ აზრი არა აქვს. მაგალითად დაცვის მხარის რეკომენდაციით დეკანოზმა აღიარა იარაღის უკანონო ფლობა, ამას ნათლად ადასტურებს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულის არსებითი დაცვის მაგივრად პიარითაა დაკავებული, რაც მის პოლიტიკურ ანგაჟირებულობას წარმოაჩენს.

სამწუხაროდ არავის გაუთვალისწინებია საფრთხეები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ცანდა. საფრთხემ მოულოდნელად გამოიჩინა თავი და დააბნია ყველა. რაც შეეხება დეკანოზის დამცველებს, მათ კარგად იციან თუ რატომ არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები – აცხადებს მაჯავიძე.

GNN – როგორ იმოქმედა საპატრიარქოს იმიჯდე სასამართლოს გადაწყვეტილებამ?

სოსო მანჯავძე – საქმე გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანი იქნებოდა ეკლესიისა და ქვეყნისათვის თავიდანვე, რომ სიმართლე ეთქვათ.  სწორედ, საქმის დეტალების გახმაურების შიშმა შესძინა მას ასეთი რეზონანსი და ახლა უკვე ყველა გახვეულია ტყუილის აბლაბუდაში. ნებისმიერი მკაცრად სტრუქტურიზებული, იერარქიული ორგანიზაცია შეიძლება გარდაიქმნას დანაშაულებრივ, საკუთარი კორპორატიული ინტერესების მსახურად.

მანჯავიძის განცხადებით მას დიდი იმედი აქვს საპატრიარქოში გაითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ უამრავი ქართველი მორწმუნე და მღვდელ-მონაზონი მათ დიდი გულისტკივილითა და სასოებით შესცქერიან.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...