ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

კონსტიტუცია კანონდარღვევით იქნა მიღებული! – რომან გოცირიძე

“კონსტიტუცია კანონდარღვევით იქნა მიღებული! გუშინ, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა.

ნაცვლად რედაქციულო ხასიათის ცვლილებისა, არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში. თანაც როგორი: თუ ორივე მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა ”მიწა”, მესამე მოსმენისას წინ წაუმატეს სიტყვა ”სასოფლო-სამეურნეო”, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას. 

ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი. როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს სჩადიოდნენ. კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყება. დრო დაიკარგება? ამათ ხელში დრო ისედაც დაკარგულია.  საჭიროა გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტზე” – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...