ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კრეატიული და თავდაჯერებული ხართ. დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ და მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ ხართ კრიტიკული. ბავშვების მიმართ – ზედმეტად მკაცრი.

კურო
დილა ჩვეულ საქმეებს დაუთმეთ. საღამო მეტად კომფორტული იქნება თქვენთვის. მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი ოჯახის წევრებთან. ხოლო თუ ბინას ქირაობთ, – მის მფლობელთან. ბავშვებთან იყავით ლმობიერი.

ტყუპი
შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და წარმატებას მიაღწიოთ შემდეგ სფეროებში: სპორტი, შოუბიზნესი, ტურიზმი. ხანმოკლე მოგზაურობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ესტუმრეთ ახლობლებს.

კირჩხიბი
დღეს გაცემა უფრო მოგიწევთ, ვიდრე მიღება. კარგი დღესა საჩუქრებისა და სამოსის შესაძენად. ეკონომიას ნუ გასწევთ საკვებზე. მოერიდეთ დიეტის დაწყებას.

ლომი
დროს ნუ კარგავთ, ამოქმედდით სურვილების ასასრულებლად. საინტერესო და ავტორიტეტულ ადამიანებს გაიცნობთ. კარგი დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ქალწული
ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. კარგი დღე ელით პროგრამისტებს, პედაგოგებსა და შემოქმედებით ნიშნებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები.

სასწორი
კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობის დასაწყებად. შეიძლება შეითავსოთ გიდის, მასწავლებლის, სარეკლამო აგენტის ფუნქცია. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს სიტყვას.

მორიელი
მოთმინებით აღიჭურვეთ და გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით ახლობლებს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან.

მშვილდოსანი
წარსულში შესრულებული საქმისთვის დღეს შექებას, ჯილდოს მიიღებთ. დახმარებასა და მზრუნველობას მიიღებთ საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრებისგან.

თხის რქა
ყველა უსიამოვნებას ადვილად გადალახავთ. გაფრთხილდით, გამარჯვებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. წარმატების მისაღწევად უნდა გამოიყენოთ ცოდნაც და ნაცნობობაც.

მერწყული
კარგი დღეა ინფორმაციის მიღება-გაცემისთვის, მოლაპარაკებების მოსაწყობად. წარმატება ელით სარეკლამო სფეროში მომუშავე და შემოქმედებით ნიშნებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თევზები
მეტად გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ბავშვებთანაა კავშირში. კარგი დღე ელით დღესასწაულების ცენტრში და თეატრში მომუშავეებს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...