ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებთანაც დამარცხდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის მე-3 ჯგუფში მესამე შეხვედრა გამართა. ამჯერად, გია გეგუჩაძის გუნდი ჯგუფის აუტსაიდერს, ფარერების კუნძულის გუნდს ესტუმრა და ისევ დამარცხდა.

მასპინძლებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, 26-ეზე კი ორბურთიანი სხვაობით გვიგებდნენ 2:0. 29-ე წუთზე სხვაობა შემცირდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს ბურთიც ფარერელებმა გაიტანეს, ოღონდ საკუთარ კარში. საბოლოო ანგარიში 39-ე წუთზე მასპინძლებმა დააფიქსირეს 3:1.

საქართველომ ჯგუფში მესამე შეხვედრა ჩაატარა და სამივეში სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდა – გორში პოლონეთთან წააგო (0:3), გასვლაზე – დანიასთან (2:5) და ახლა ფარერების კუნძულთან, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 50 ათასია.

გია გეგუჩაძის გუნდი სამი ტურის შემდეგ ისევ უქულოდ არის. ლიდერი კი დანიაა, რომელმაც 4 ტურში მაქსიმუმი, 12 ქულა დააგროვა. გეგუჩაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 10 ნოემბერს თბილისში ჩაატარებს და ფინეთს უმასპინძლებს.

წყარო: 1tv.ge
მერაბ მამულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში ...