ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ენმ არჩევნებში უკანონოდ დარეგისტრირდა – უჭერს თუ არა მმართველი გუნდი ნაციონალებს მხარს – სკანდალური წერილი!

საინფორმაციო სააგენტო Georgian National News-ის სარედაქციო საბჭოს დაგაწყვეტილებით, საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით, ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს მათი საარჩევნო აქტივობების გაშუქებას. სააგენტოს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე შემოვიდა პოლიტიკური პარტია “საქართველო”-ს წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მეორე წელია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია „საქართველო“  სამართლებრივ დავას ეწევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არასწორად რეგისტრირებისა და უკანონოდ არჩევნბეში მონაწილეობის თაობაზე და სამართლიანად ითხოვს მ.პ.გ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიდან მოხსნას. ხელისუფლება კი სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს პარტია „საქართველო“-ს და მის წევრებს შეუქმნას პრობლემები, როგორც ეკონომიკური ასევე მიმდინარეობს დაშინებები მისი კანდეიდატების მიმართ. თუნდაც ის გარემოება, რომ სასამართლო დავას ეწეოდა იურიდიული პირი პარტია „საქართველო“ და ბაჟი ანგარიშების დაყადაღებით და ინკასოთი ფიზიკურ პირს პარტიის წარმომადგენელს დაადეს და იძულებით ამოიღეს მინიშნება გახლდათ იმაზე, რომ აღარ გაგვეგრძელებია ეს სამართლიანი ბრძოლა!

ვრცლად დეტალების შესახებ:

2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მ.პ.გ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ს არ ყავდა წესდებით გათვალისწინებული პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე, ხოლო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია და არა ერთხელ გაშუქდა ამის შესახებ, უკვე ცესკოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული რამოდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მოხსნა არჩევნებიდან:  „ცენტრისტები“, „კვარაცხელია-სოციალისტები“ და სხვა.

2016 წელს სასამართლო დავისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ გასაჩივრების ვადები გვქონდა გაშვებული და ამიტომ სასამართლომაც უარი გვითხრა ჩვენი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მ.პ.გ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -ს მიეცა საშუალება უკანონოდ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა,  ამის შესახებ არა ერთხელ გავაკეთეთ მაშინ განცხადება საზოგადოებრივ არხზე, დოკუმენტაციია სრულად გადავეცით მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას მათ შორის პირადად გიორგი კვირიკაშვილს. ჩვენთვის გამაოგნებელი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლების პასუხი როდესაც არჩევნების სემდგომ განმარტება ვთხოვეთ თუ რატომ არ დაგვიჭირეს ამ კანონიერ მოთხოვნაში მხარი, „ვერ ხედავთ ნაციონალურ მოძრაობას რამდენი მხარდამჭერი ყავთ?“ – ასევე ეს მონაცემები სხვა ე.წ. ოპოზიციურ ორგანიზაციებსაც გადაეცათ მათ შორის პატრიოტთა ალიანსსაც.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა 2017 წელს კვლავაც გადავამოწმეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დოკუმენტაცია. პარტიამ იმის მაგივრად, რომ ხარვეზები შეესწორებიათ და სწორად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებულიყვნე კვლავ უგულებელყვეს კანონმდებლობა და წესდებით გათვალისწინებული გაერთიანების თავმჯდომარე არ აირჩიეს, ამასთან მიიღეს რეზოლუცია და განაცხადეს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვების თაობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია

ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის  რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივაციით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და არასდროს არ უთქვამს უარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე.

ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვადგენთ:

არ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად მონაწილეობის.“

თავისთავად ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა რომ არა ერთი „უმნიშვნელო“ გარემოება.  აღნიშნული რეზოლუცია და ყრილობის ოქმი საფუძველი გახდა მ.პ.გ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის.

ხოლო საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“: ,,საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი“

შესაბამისად საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რომლის დაქვემდებარებაშია, როგორც საჯარო რეესტრი ასევე საქართველოს პროკურატურაც, ურთიერთ გამომრიცხავ ქმედებებს ანხორციელებს. თუ მათ განცხადებებებს დავეყრდნობით მიხეილ სააკასვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება და საერთაშორისო ძებნაშია მიცემული და უკრაინის  ხელისუფლებას ექსტრადიციის მოთხოვნაც კი გაუგზავნა.

როგორც კი აღნიშნული ფაქტი და გარემოება ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჩვენი როგორც პოლიტიკური ასევე მოქალაქეობრივი ვალია წინა საარჩევნოდ უკანონოდ დარეგისტრირებული პოლიტიკური მოძრაობის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნა რის გამოც მივმართეთ სახელმწიფოს ყველა შტოს მათ შორის : საჯარო რეესტრს, იუსტიციის მინისტრს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს პარლამენტარსა და თბილისის მერობის კანდიდატს ირმა ინაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. არცერთ უწყებას მათ შორის საჯარო რეესტრს პასუხი არ გაუცია დღემდე. მივმართეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიას და ამ კომისიაზე ოფიციალურად დოკუმენტები გადავეცით  ხელში ქართული ოცნების წარმომადგენელს პარლამენტარ  მამუკა ნადირაძეს.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც ესწრებოდნენ ოცზე მეტი კვალიფიციური და არაკვალიფიციური  პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები. წავიკითხეთ წინასწარი გაფრთხილება, განცხადება ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის სახელზე, სადაც ვუთითებდით დარღვევებზე და თან წარვუდგინეთ მტკიცებულებები, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა ჩვენი განცხადება და მაინც დაარეგისტრირა უკანონოდ დარეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია.

რაც შემდგომში სასამართლოს წესით გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, სასამართლოში მოპასუხედ ორი მხარე ცენტრალური საარჩევნო კომისია და საჯარო რეესტრი გვყავდა დასახელებული. თუმცა სასამართლომ საქმე ორ ნაწილად გაყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა რომ მათ სამართლიანად დაარეგისტრირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ რომ რაც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ჭეშმარიტებაა!

თუმცა საქართველოს კანონი საჯარო რეესტრის შესახებ თავი I

მუხლი 3. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

  1. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთ შესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

როგორც მოგეხსენებათ სწორედაც შეუსაბამობააერთიანი ნაციონალური მოძრაობისწესდებასა და მათ მიერ ყრილობაზე არჩეულ და ასარჩევ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს შორის, ანუ არაა არჩეული წესდებით გათვალისწინებული ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირიორგანიზაციის თავმჯდომარე! რიცხობრივად არ ემთხვევა ასარჩევი და არჩეული თანამდებობის პირთა რაოდენობა.

აგრეთვე ყრილობის ოქმი რომლის საფუძველზეც უკანონოდ რეგისტრაციაში გატარდა აღნიშნული ორგანიზაცია, შეიცავს რეზოლუციას რის საფუძველზეც სახელმწიფო აღიარებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, კერძოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს, რაც საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებსაც შეიცავს. რადგანაც საჯარო რეესტრმა აღიარა აღნიშნული დოკუმენტის ჭეშმარიტება, ვალდებული იყვნენ მიემართათ პრკურატურისათვის დამნაშავე პირების გამოსავლენად და სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად!

რაც შეეხება საჯარო რეესტრთან დავას სასამართლო და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეს დავა არ გაიმართოს არჩევნებამდე, ანდა საერთოდაც. რადგანაც ეჭვქვეშ დგება საერთოდ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობა! პარლამენტში ხომ საქართველოს დრევანდელი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ანუ უკანონოდ მონაწილე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები ზიან! შესაბამისად არც მათი მიღებული კონსტიტუციაა ლეგიტიმური და არც მათ მიერ მიღებული კანონები!

ჩვენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია „საქართველო“-ს  ვალია ვიბრძოლოთ ბოლომდე ხელისუფლების მხრიდან უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. მასმედიის საშუალებებს კი ვთხოვთ გამოიჩინონ კეთილგონიერება და ობიექტურად გააშუქონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

დღეს ხელისუფლებას მ.პ.გ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჭირდება საკუთარი დანაშაულობების დასაკანონებლად და დასაფარად, ქართული ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადება იმის შესახებ რომ ყველაზე რეიტინგული კანდიდატი მის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია ცოტა არ იყოს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

პარტია საქართველო ოფიცილურად დღემდე ითხოვს  ხელისუფლებისაგან გააუქმონ ეს უკანონო

აქვე წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილს საჯარო რეესტრში, იუსტიციის მინისტრთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს პარლამენტარსა და თბილისის მერობის კანდიდატ ირმა ინაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან, ცენტრლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.

გადადით მითითებულ ბმულზე:

https://gnn.ge:2096/cpsess3691937589/3rdparty/roundcube/?_task=mail&_action=get&_mbox=INBOX&_uid=4222&_part=3&_frame=1&_extwin=1

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...