ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს აირჩევს – ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს?!

საქართველოს პარლამენტი ახალი სახალხო დამცველს აირჩევს. მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

„სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა, პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანისა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები განიხილონ.

რაც შეეხება პროცედურებს, კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...